მთავარისიახლეებისამართალიადვოკატების ნაწილი ქმნის იურიდიული დახმარების ჯგუფს, რომელიც პოლიციელების მერ უკანონო...

ადვოკატების ნაწილი ქმნის იურიდიული დახმარების ჯგუფს, რომელიც პოლიციელების მერ უკანონო დავალებების შესრულების საკითხსა და უფლებამოსილების გადამეტების საკითხებს შეისწავლის

Published on

.

„ჩვენ ვქმნით იურიდიულ ჯგუფს და მოვუწოდებ ყველა იურისტს, ვინც ამ საკითხებით არის დაინტერესებული და სტკივა ეს საკითხები, შემოგვიერთდნენ.” – ეს განცხადება დღეს ადვოკატმა ბექა ბასილაიამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ბრიფინგზე გააკეთა.

მისი განცხადებით ადვოკატების ნაწილი ქმნის იურიდიული დახმარების ჯგუფს, რომელიც პოლიციელების მერ უკანონო დავალებების შესრულების საკითხსა და უფლებამოსილების გადამეტების საკითხებს შეისწავლის.

,,ბოლო პერიოდში გახშირდა პოლიციის მხრიდან უკანონო დავალებების შესრულება პოლიტიკური მოტივაციით.-განაცხადა ბექა ბასილაიამ – ეს რიგ შემთხვევაში გამოიხატება დანაშაულებრივი უმოქმედობის დროს, როდესაც პოლიცია არ რეაგირებს მოძალადე ჯგუფების მიერ ოპოზიციურად განწყობილ პირთა მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე. რიგ შემთხვევებში პოლიციის მხრიდან გამოიხატება აქტიურ დანაშაულებრივ ქმედებებში, ეს იქნება მტკიცებულებების ფალსიფიცირება, იარაღის ჩადება თუ პოლიტიკური მოტივით დაკავება. ამ საკითხებს ჩვენ გამოვიძიებთ. თითოეული ფაქტი შეიკვრება ქეისებად და ამას წარვადგენთ დამოუკიდებელ პროკურატურასა და სასამართლოში, რომელიც ძალიან მალე ეყოლება ამ ქვეყანას. ასევე მივმართავთ ყველა პოლიციელს, ვინც კეთილსინდისიერად ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ვინც არ არის ჩართული პოლიტიკურ დევნის აღვირახსნილ კამპანიაში, მათ ბოლომდე შეინარჩუნონ კანონიერება და არ შეასრულონ დანაშაულებრივი ბრძანებები.

ჩვენი იურიდიული ჯგუფი იმუშავებს ასევე იმ მოსამართლეების საქმეზე, ვინც შემჩნეულია პოლიტიკური მოტივიაციით მიღებულ გადაწყვეტილებებში და ესეთი მოსამართლები სამწუხაროდ ჩვენ გვყავს. მათი საქმიანობაც აუცილებლად იქნება შესწავლილი“


სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...