მთავარისიახლეებისამართალიწალენჯიხაში სამართალდამცველებმა ერთმანეთს ესროლეს

წალენჯიხაში სამართალდამცველებმა ერთმანეთს ესროლეს

Published on

გუშინ, გვიან ღამით, წალენჯიხის ცენტრში შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა. ვინ გახსნა ცეცხლი და რას მოყვა დაპირისპირება- უცნობია.შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი სამართალდამცავი, სხვები კი ამ დრომდე იძებნებიან. ადგილობრივებს ფაქტის დადასტურებაც უჭირთ. რაც შეეხება დაკავებული ბესო ფიფიას ოჯახს, ისინი დეტალებთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არიან, იციან მხოლოდ ის რომ, გუშინ ინციდენტამდე ბესო ფიფიამ ჩაიტარა სამედიცინო კვლევა, ამის შემდეგ ის გამოიძახეს სამსახურში, იყო მორიგე წალენჯიხაში, გვიან ღამით კი გაიგეს ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ. ოჯახის ინფორმაციით, თავად ფიფია დუმილის უფლებას იყენებს, რადგან ის ამ დრომდე არ შეხვედრია ადვოკატს, ოჯახის წევრები ადვოკატთან შეხვედრის შემდეგ მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას.ერთადერთი, რასაც ოჯახი ამბობს, არის ის, რომ ბესო ფიფია სარგებლობდა რაიონში კარგი რეპუტაციით.ის არის საკმაოდ გამოცდილი პოლიციელი, ის უკვე 12 წელია უწყებაში მუშაობს.გარდა ფიფიასი, დაპირისპირებაში კიდევ ორი ადამიანი მონაწილეობდა, ესენია- ირაკლი ნაჭყებია და მამუკა ქარდავა. თუმცა, ამ ადამიანებთან დაკავშირებით წალენჯიხის პოლიცია ინფორმაციას არ ასაჯაროვებს. საქმეს სამეგრელოს საოლქო პროკურატურა იძიებს. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც შეეხება მანქანას, ეს არ არის პოლიციის მანქანა, ეს არის ერთ-ერთი პოლიციელის პირადი მანქანა.შემთხვევა წალენჯიხის ცენტრში მოხდა.ფაქტს ადასტურებს წალენჯიხის მერის მოადგილე ცოტნე შონია.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...