მთავარისიახლეებიპოლიტიკაენმ-ს ზუგდიდის ოფისში პარტიის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს

ენმ-ს ზუგდიდის ოფისში პარტიის ლიდერებმა განცხადებები გააკეთეს [Video]

Published on

ამ წუთებში, ზუგდიდში, ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის ლიდერები განცხადებას აკეთებენ. აქ იმყოფებიან ხატია დეკანოიძე, სალომე სამადაშვილი, აკო მინაშვილი და სხვები.პარტიის ლიდერებმა მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ადამიანს, ვინც გუსინ ოფისში იმყოფებოდა : “თქვენ იცავთ არა მარტო პარტიის ინტერესებს, არამედ თქვენ იცავთ საკუთარი და თქვენი შვილების მომავალს”- განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ბრიფინგზე ჟურნალისტებს უჩვენეს ფოტოები, სადაც ჩანან ის საჯარო მოხელეები, რომლებიც წუხელ აქციაზე იმყოფებოდნენ, გამოირჩეოდნენ აგრესიით და იყვნენ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. პარტიის ლიდერებმა სამართალდამცავების მხრიდან დაგვიანებულ რეაგირებაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, ” რომ ეს არის დაგეგმილი მოქმედება, როცა პოლიციელები მიზანმიმართულად არ ახდენენ რეაგირებას ძალადობრივ ქმედებებზე და ფაქტობრივად, ახალისებენ ძალადობას”- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ “ქართული ოცნების” ორგანიზებით თავდასხმა განხორციელდა ნაციონალური მოძრაობის ოფისზე.

სიახლეები

ოპოზიცია: სუსში გამოკითხვები კორუფციასთან რეალურ ბრძოლად არ აღიქმება

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლების სუსში დაბარებას ოპონენტები შიდა დაპირისპირებასა და კორუფციის თემას უკავშირებენ, თუმცა აცხადებენ,...

რატომ არ ეწვია ვენსი საქართველოს – იან კელის განმარტება

"ერთმა ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა, რატომ არ ეწვია ვენსი თბილისს ბოლო მოგზაურობის დროს. ჩემი...

ეს ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა – ნინო ქადაგიძე

"ძალიან მოულოდნელი იყო, ახლა, ეს. ჩვენ არასდროს უარვყოფდით, რომ ურთიერთობა ჰქონდა და ბავშვობის მეგობარი...

ჭარბწონიანობა მავნე [წინა] ხელისუფლებამ და მათმა პოლიტიკამ მოიტანა – ყაველაშვილი

სპორტის განვითარება "ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტად სახელდება, თუმცა პარლამენტში გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აქცენტი წინა ხელისუფლების...