მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ავტორიტარული მთავრობები უცხოელებს ადანაშაულებენ საკუთარი მმართველობის პრობლემებში, მიკვირს, რომ ამ კონტექსტში...

,,ავტორიტარული მთავრობები უცხოელებს ადანაშაულებენ საკუთარი მმართველობის პრობლემებში, მიკვირს, რომ ამ კონტექსტში საქართველოზეც ვსაუბრობთ. მსგავსი კამპანიები ძირითადად კრემლიდანაა წამოსული” – IRI-ის პრეზიდენტი

Published on

RI – ის პრეზიდენტი დენიელ ტვაინინგი “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს აფასებს.

კითხვაზე, “ხედავთ თუ არა გლობალურ ტენდენციებს ამერიკის მთავრობის მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ”, ტვაინიგი პასუხობს:

“კი, ვხედავთ. უბრალოდ, ის მიკვირს, რომ ამ კონტექსტში საქართველოზეც ვსაუბრობთ. მსგავსი კამპანიები ძირითადად კრემლიდანაა წამოსული იმის გამო, რომ პუტინი ვერ ახერხებს დემოკრატიულ მმართველობას. კამპანია, რომელსაც ვხედავთ პროდემოკრატიული ორგანიზაციების წინააღმდეგ, მოდის კრემლიდან, ჩინეთის კომუნისტური პარტიიდან… მაგალითად, ჩინეთის ლიდერებმა, რომლებიც არ არიან არჩეული, ვერ გააანალიზეს ის, რომ ორი მილიონი ადამიანი გამოვიდა მათ წინააღმდეგ ჰონგ-კონგში. როცა მთავრობა ამერიკულ არასამთავრობოებს ესხმის თავს, ეს, როგორც წესი, რუსეთში ან ჩინეთში ხდება, სადაც არ არსებობს პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატიული პრაქტიკა. გასაკვირია ის, რომ ეს დემოკრატიაში ხდება”, – აცხადებს ტვაინინგი.

ის ასევე აფასებს ივანიშვილის განცხადებას, რომლითაც არ გამორიცხავს, რომ IRI-სა და NDI-ის საკითხზე, შესაძლოა, კონგრესსა და სენატს, ან თეთრ სახლს მიმართოს:

“რამდენადაც მე ვიცი, ბატონი ივანიშვილი ვაშინგტონში არასოდეს ყოფილა. მას ყოველთვის მიესალმებიან ვაშინგტონში და ვფიქრობ, ამერიკელი პოლიტიკოსები ძალიან დაინტერსებული იქნებიან მოისმინონ მისგან, თუ რა ხდება საქართველოში. ჩვენი საქმიანობა ამერიკის საერთაშორისო დახმარების პაკეტის ნაწილია, რომელიც ძალიან გულუხვია და რომელსაც ამერიკის კონგრესი და აღმასრულებელი მთავრობა საქართველოს აძლევს. ვფიქრობ, ამერიკელი კანონმდებლები და პოლიტიკოსები მიესალმებიან მასთან შეხვედრას იმისთვის, რომ მოისმინონ, თუ რა საქმიანობას აწარმოებენ საქართველოში აი-არ-აი და სხვა მსგავსი ორგანიზაციები. ამერიკის საელჩო ძალიან დიდ მხარდაჭერას იჩენს ჩვენ მიმართ. ამასთან, ის ადამიანები, რომლებიც ამ საკითხებს ყურადღებას აქცევენ ვაშინგტონში, ძალიან არიან გაკვირვებული ამით, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამერიკამ ამხელა მხარდაჭერა გამოიჩინა საქართველოს მიმართ წლების განმავლობაში. მათ ძალიან უკვირთ ის, რომ დღეს ამ თემაზე ვსაუბრობთ. ჩვენ სიამოვნებით ვისაუბრებთ იმ საქმიანობაზე, რომელიც დღემდე გავწიეთ იმისთვის, რომ საქართველო ძლიერ და დემოკრატიულ მოკავშირედ ჩამოყალიბებულიყო”.

რაც შეეხება იმას, ელის თუ არა რაიმე სახის სანქციებს საქართველოს ხელისუფლებისაგან, „ისე როგორც ეს სხვა რამდენიმე ქვეყანაში ვნახეთ, სადაც მთავრობა კმაყოფილი არ იყო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით”, დენიელ ტვაინინგი პასუხობს:

არა. საქართველო დემოკრატიაა. ქართველებს სურთ იყვნენ დასავლეთის ნაწილი, ამერიკის ახლო პარტნიორები. ვერ წარმოვიდგენ სიტუაციას, როცა ისეთი სცენარი შეიძლება განვითარდეს. როცა ისეთი ჯგუფები, როგორიცაა აი-არ-აი, ენ-დი-აი, ნედი და სხვა, ზოგიერთ ქვეყანაში მთავრობის მხრიდან განტევების ვაცები ხდებიან როგორც ეს მაგალითად, გასულ კვირას ჩინეთში მოხდა. პეკინი ჰონგ-კონგში მიმდინარე მოვლენებს ჩვენ გვაბრალებს. ჩვენ კი ჰონ-კონგში ოფისიც არ გვაქვს.

ეს დეზინფორმაციის კარგი მაგალითია, როცა ავტორიტარული მთავრობები უცხოელებს ადანაშაულებენ საკუთარი მმართველობის პრობლემებში. ვერ წარმოვიდგენ იმას, რომ ეს შეიძლება საქართველოში მოხდეს.თქვა ამერიკის ხმის ჟურნალისტ ია მეურმიშვილთან ინტერვიუში საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტმა, დენიელ ტვაინინგმა.

შეგახსენებთ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა NDI-ისა და IRI-ის კვლევებზე საუბრისას, იმედის ეთერში თქვა, რომ არასამთავრობო და კვლევითი ორგანიზაციები საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო ინტერესებს აზარალებენ.

სიახლეები

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...