მთავარისიახლეებიპოლიტიკაუმრავლესობის დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტსა და პოლიტიკას ტოვებს

უმრავლესობის დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტსა და პოლიტიკას ტოვებს

Published on

უმრავლესობის დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტს და პოლიტიკას ტოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა მის კოლეგებთან უმრავლესობაში.

„ვერ შევძელი კოლეგების დარწმუნება, რომ პროპორციულზე გადავსულიყავით, მიუხედავად იმ რისკებისა, რაც შეიძლება ჰქონოდა ამ რეფორმას. მიმაჩნია, რომ ეს იყო თანხმობის და პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადაყვანის გზა. ვერ შევძელი კოლეგები დამერწმუნებინა, რომ პლებისციტი ჩაგვეტარებინა ან რეფერენდუმი, შესაბამისად, ჩემს ადგილს ასეთ პოლიტიკაში უკვე ვეღარ ვხედავ. ნებისმიერ სასიკეთო საქმეში „ქართულ ოცნებას“ გვერდით დავუდგები“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, ის საექსპერტო საქმიანობას დაუბრუნდება. პარლამენტში აკაკი ზოიძეს პაატა გოგოხია შეცვლის. აღნიშნულს პროპორციული საარჩევნო სია განსაზღვრავს. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის კომიტეტის პოსტზე აკაკი ზოიძეა შესაძლოა,დიმიყრი ხუნდძემ  ჩაანაცვლოს, ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ლოგიკურია, როცა პირველი მოადგილე იკავებს ხელმძღვანელის პოსტს, თუმცა, საკითხზე ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ იქნება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...