მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინელ დეპუტატზე თავდასხმას მისი 3 წლის შვილი ემსხვერპლა

უკრაინელ დეპუტატზე თავდასხმას მისი 3 წლის შვილი ემსხვერპლა

Published on

უკრაინაში უცნობმა შეიარაღებულმა მამაკაცმა ცეცხლი გაუხსნა კიევის დეპუტატსა და ბიზნესმენს, ვიაჩესლავ სობოლევს მაშინ როდესაც ქუჩაში საკუთარი მანქანით გადაადგილდებოდა. პარლამენტარს იარაღიდან ნასროლი ტყვიები აცდა , თუმცა უკანა სავარძელზე მჯდომი მისი 3 წლის ვაჟი სასიკვდილოდ დაიჭრა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 

სობოლევი დონეცკელი ბიზნესმენია, რომელიც 2010-2011 წლებში უკრაინიში ნავთობის სახელმწიფო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი იყო. სამართალდამცავთა ცნობით, ამ დრომდე უცნობია თუ ვინ ესროლა მანქანას და რა იყო მოტივი. მომხდართან დაკავშირებით უკრაინაში გამოძიება მიმდინარეობს .

რამდენიმე ხნის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სობოლოვს ტერორიზმის დაფინანსებაში სდებდნენ ბრალს. ჟურნალისტების მიერ გაცხადებული ფაქტებითა და ეჭვებით გავრცელდა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დეპუტატის სუპერმარკეტების ქსელი გადასახადებს დონეცკის არაღიარებულ რესპუბლიკაში იხდიდა

უკრაინის უშიშროების ინფორმაციით 2014 წლიდან 2016 წლამდე დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ბანკს 7 მილიონი რუბლი და 266 ათასი უკრაინული გრივნა გადასახადის სახით ჩარიცხა.

სიახლეები

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა

9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა | 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, მაშინ ჯერ...

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...