მთავარიUncategorized,,ღმერთი არ აძლევს იმაზე მძიმე ჯვარს ადამიანს, რისი ტვირთვაც მას არ შეუძლია''...

,,ღმერთი არ აძლევს იმაზე მძიმე ჯვარს ადამიანს, რისი ტვირთვაც მას არ შეუძლია” – ბრძანა პატრიარქმასამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას

Published on


როგორი რთულია ადამიანის ცხოვრება, ადამიანის ცხოვრება ეს არის გამოცდა, ეს არის ჯვრის ტვირთვა და ეს ჯვარი, რომელსაც აძლევს უფალი, ბოლომდე უნდა მიიტანოს ადამიანმა. – განაცხადა საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

,,ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ გვიჭირს ჯვრის ტვირთვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ აძლევს იმაზე მძიმე ჯვარს ადამიანს, რისი ტვირთვაც მას არ შეუძლია. ადამიანი ურთულესი აგებულების პიროვნებაა, მაგრამ ადამიანი არის უნიკალური, ერთხელ იბადება და ემზადება სამუდამო მარადიული ცხოვრებისთვის. გადადის მარადიულ ცხოვრებაში და ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას, ღვთის განგებას ასრულებს.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ადამიანი თვითონ ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს და ინებოს უფალმა, რომ სამოთხე აირჩიოს, მარჯვენა მხარეს დადგეს ადამიანი. ყველაზე ბედნიერი ადამიანის ის არის, ვინც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში. ურთიერთსიმძიმე, ტვირთი იტვირთეთ, ესრეთ აღასრულეთ ჯვარი იგი ქრისტესი. ჩვენ სამწუხაროდ კი არ ვიტვირთავთ სხვის სიმძიმეს, ჩვენ ვამძიმებთ უფრო მეტად მოყვასის სიმძიმეს” – ბრძანა პატრიარქმა,

სიახლეები

“როგორც ჩანს, არჩევნებში ჩასარევად ჩემმა კოსმოსურმა ლაზერებმა ამჯერად ვერ იმუშავა“ – ილონ მასკი

ილონ მასკმა, რომელიც აშშ-ის შუალედურ კონგრესის არჩევნებში რესპუბლიკელი კანდიდატების კამპანიებს აფინანსებდა, კენჭისყრის შედეგები შეაფასა."როგორც...

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა – ობამა

დღეს ამერიკელმა ხალხმა მკაფიო გზავნილი გაგზავნა - მათ სურთ პოლიტიკა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს და...

ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ – ზელენსკი

„ჩვენ არ ვეპატიჟებით პუტინს კიევში. ისინი 2022 წელს ჩვენთან დაუპატიჟებლად მოვიდნენ. თუმცა, პუტინის კიევში მოწვევას...

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მურთაზ ზოდელავა თავისუფალია

მურთაზ ზოდელავამ N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა - საპატიმროდან გათავისუფლებული პოლიტიკოსი ამბობს, რომ "საკუთარ თავს...