მთავარისიახლეებისამართალი,,მე ვერაფრით გამაკვირვებთ, მაგრამ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მაინც ნუ გადარევთ'' - თავდაცვის...

,,მე ვერაფრით გამაკვირვებთ, მაგრამ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მაინც ნუ გადარევთ” – თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პატიმარი ირაკლი ოქრუაშვილი თეა წულუკიანს მიმართავს

Published on

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პატიმარი ირაკლი ოქრუაშვილი თეა წულუკიანს მიმართავს.

“ცხოვრებაში იმდენი რამე ვნახე, მე ვერაფრით გამაკვირვებთ, მაგრამ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მაინც ნუ გადარევთ.

2006 წლის 25 ივლისის ( N3530)კანონს უკუქცევითი ძალა რომ მიეცით და ხანდაზმული მუხლით წამიყენეთ ბრალი, კონსტიტუციის 31 -ე მუხლის მე-9 პუნქტს რას უშვებით? თუ ბიძინას საარჩევნო დაპირებას ასრულებთ და სრულიად ევროპის იურიდიული წრეებიც უნდა გააკვირვოთ?

მოგიკვდეთ ჩემი თავი, პროკურატურაში წერა-კითხვის მცოდნეც რომ აღარ დაგრჩათ არავინ და უდიპლომო თადუმაძის და “ ობეხე” გამომძიებელი მამუკა ვასაძის იმედათ რომ დარჩით, მითხარით და მე მოგეხმარებით ჩემთვის უკეთესი და კვალიფიციური ბრალის წარდგენაში.

ბოლო წლებში მხოლოდ ერთი დანაშაული მაქვს ჩადენილი ივანიშვილთან, შოთაძესთან და ვასაძესთან ერთად.

ეს ახალი საქმეც რომ ჩამოგეშლებათ, ისე როგორც გავრილოვის ღამეზე ჩემს მიმართ აღძრული საქმე უკვე გეშლებათ, მერე ალბათ ივანიშვილი და თადუმაძე ხაშურის ბორდელების დალუქვაზე წამიყენებენ ბრალს.

ცხინვალიდან ტანკით და ნამგალი და უროიანი წითელი დროშით რომ მოვდიოდი, ეგ ბრალი უკვე მქონდა და არ აგერიოთ მაინც ყოველი შემთხვევისთვის.

თუმცა, მაგასაც ავიტან.

ჩემი ცხოვრება კანონზომიერებას ისედაც არასდროს არ ექვემდებარებოდა”, -წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...