მთავარიUncategorizedლელო", "შენების მოძრაობა" და "ახალი მემარჯვენეები" თანამშრომლობას იწყებენ

ლელო”, “შენების მოძრაობა” და “ახალი მემარჯვენეები” თანამშრომლობას იწყებენ

Published on

“ლელო”, “შენების მოძრაობა” და “ახალი მემარჯვენეები” თანამშრომლობას იწყებენ. ამის შესახებ განცხადება ერთობლივ პრესკონფერენციაზე მამუკა ხაზარაძემ, დავით უსუფაშვილმა და ფიქრია ჩიხრაძემ გააკეთეს. როგორც დავით უსუფაშვილმა თქვა, მათ შორის ახალი საკონსულტაციო-საკოორდინაციო რეჟიმი ნიშნავს იმას, რომ დღეიდან პროპორციული არჩევნების საკითხის გარდა, სხვა ნაბიჯებსაც შეათანხმებენ:

“დღეს ჩვენი ერთად დადგომა ამ საკონსულტაციო, საკოორდინაციო რეჟიმში განაპირობა იმ საფრთხემ, რომელიც ქვეყანას ემუქრება. ხელისუფლება დაინტერესებულია ვითარების ესკალაციით და ამ ესკალაციის შედეგად არეულობის ფონზე არჩევნების ჩატარებით და ასე ხელისუფლების გაგრძელებით. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ვინმეს ოპოზიციაში წარმოედგინოს ასევე, ამ ვითარებაში სახლისუფლებო საკითხის გადაწყვეტა. ჩვენ გვაერთიანებს ძალიან მყარი რწმენა იმისა, რომ ქვეყანას სჭირდება პროპორციული არჩევნები და თუ პროპორციული არჩევნები არ იქნება ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერი არჩევნებისათვის ნებისმიერ დროს, იმისთვის, რომ არ მივცეთ საშუალება იმ ხალხს, იმ ძალებს, მოქმედ ხელისუფლებას, ვისთვისაც ძალაუფლება იქცა თვითმიზნად და მზად არის შესწიროს ყველა და ყველაფერი.

კონსულტაცია-კოორდინაციის რეჟიმი ნიშნავს შემდეგს: “ლელო”, “შენების მოძრაობა”, “ახალი მემარჯვენეები” დღეიდან ჩვენს სხვა ნაბიჯებსაც შევათანხმებთ ერთმანეთთან, გარდა პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით საერთო ოპოზიციურ ფორმატში ჩვენი საქმიანობისა, რომელსაც გავაგრძელებთ.

ჩვენ საარჩევნო პორცესს ასევე კოორდინირებულად ვუყურებთ. შესაძლოა ვიყოთ პარტნიორები საარჩევნო პროცესში, შესაძლოა ვიყოთ კონკურენტები საარჩევნო პროცესში და პარტნიორები უკვე პარლამენტში. ამას მომავალი გვაჩვენებს.” თქვა დავით უსუფაშვილმა პრესკონფერენციისას.თემები:

სიახლეები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა

93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, ღვთივმიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი...

შეერთებული შტატები კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელის გადადგომას მოითხოვს

შეერთებული შტატები კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელის გადადგომას მოითხოვს - ინფორმაციას გამოცემა New York Times...

პატრიარქის მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს. ამის შესახებ ინფორმაცია კონსილიუმის...

კლინიკის დირექტორი პატრიარქზე-მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო

პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც...