მთავარისიახლეებიპოლიტიკახვალ დაანონსებული შეხვედრა აქციების ფონზე ჩაივლის. ,,ჩვენ არ წავალთ დათმობაზე, მოვითხოვთ...

ხვალ დაანონსებული შეხვედრა აქციების ფონზე ჩაივლის. ,,ჩვენ არ წავალთ დათმობაზე, მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის. ამაში ჩვენ სისხლით და თვალის ჩინით გადავიხადეთ”- აცხადებს შოთა დიღმელაშვილი

Published on

ამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” ერთ-ერთი ლიდერის შოთა დიღმელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის ხვალ დაანონსებული შეხვედრა აქციების ფონზე ჩაივლის.

„გერმანული მოდელი“ იყო ჩვენი მოთხოვნა, რომელიც წავუყენეთ ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც, როგორც პროპორციული მოდელის კომპრომისული ვარიანტი, რომლის მიღებაც სამ კვირაში იყო შესაძლებელი. ჩვენი ეს მოთხოვნა მაშინვე გაიზიარა ოპოზიციამ, ხელისუფლების მხრიდან საუბარი იყო იმაზე, რომ არაკონსტიტუციურია. ყველა კონსტიტუციონალისტი ადასტურებს, რომ ეს არის კონსტიტუციური მოდელი, ამას არ სჭირდება კონსტიტუციის ცვლილება. ამაზე მსჯელობას თავიდან არც აპირებდნენ, მაგრამ ამ წნეხმა, რაც ამ კვირის განმავლობაში პიკეტები და დიდი აქციები გვქონდა შედეგი გამოიღო. ახლა, დასხდებიან და იმსჯელებენ ამ „გერმანულ მოდელზე”, – განაცხადა დიღმელაშვილმა.

მისი თქმით, თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, თვითონაც არ წავლენ დათმობაზე.

„ჩვენც არ წავალთ დათმობაზე, მოვითხოვთ იმას, რაც გვეკუთვნის. ამაში ჩვენ სისხლით და თვალის ჩინით გადავიხადეთ. არც საქართველოს სახელის ლაფში ამოსვრას ვაპატიებთ ხელისუფლებას, რომელსაც ერთ დღეში შეუძლია გაეროს ტრიბუნიდან საერთაშორისო თანამეგობრობას პროპორციული არჩევნები 2020 წელს დაპირდეს და სიტყვები პატარა ჭინჭყლი ბავშვივით გადათქვას”, – განუცხადა დიღმელაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტთან.

სიახლეები

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა

93 წლის ასაკში, საპატრიარქო ტახტზე ასვლიდან 49-ე წელს, ღვთივმიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი...

შეერთებული შტატები კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელის გადადგომას მოითხოვს

შეერთებული შტატები კუბის პრეზიდენტ მიგელ დიას-კანელის გადადგომას მოითხოვს - ინფორმაციას გამოცემა New York Times...

პატრიარქის მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს მკურნალობაში ჯანდაცვის სამინისტრო უცხოელ სპეციალისტებს ჩართავს. ამის შესახებ ინფორმაცია კონსილიუმის...

კლინიკის დირექტორი პატრიარქზე-მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო

პაციენტის მდგომარეობა რჩება კვლავ მძიმე, საყურადღებო. მიმდინარეობს მულტიდისციპლინური მართვა. როგორც მოგეხსენებათ, შეიკრიბა კონსილიუმი, რომელმაც...