მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ირაკლი კობახიძის დაძახებულზე ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ'' - თინა ბოკუჩავა

,,ირაკლი კობახიძის დაძახებულზე ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ” – თინა ბოკუჩავა

Published on

ირაკლი კობახიძის დაძახებულზე ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ, – ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი  თინა ბოკუჩავა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის  განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება.

“თუ დიპლომატიური კორპუსის მითითებით არის შეხვედრა, თავად დიპლომატიური კორპუსი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. კობახიძის დაძახებულზე ჩვენ არანაირ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ”, -განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის   ინფორმაციით, დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს შეხვდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხება მათ შორის, ე.წ. გერმანულ მოდელს. როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, დღეს, დღის ბოლომდე დაზუსტდება შეხვედრის ადგილი და ფორმატი.

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...