ედუარდ სააკაშვილის სტატია ,,ჩინეთი და რუსეთი: ორი განსხვავებული მიდგომა სუვერენიტეტისადმი ინტერნეტში”

0
611

,,ედუარდმა თავისი პირველი სტატია გამოქეყნა Coda – ში,   როცა Swarthmore – კოლეჯში სწავლობდა მედიატექნოლოგიებს. კოლეჯის დამთავრების შემდეგ იგი მონაწილეობდა ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოერივი რადიოს სხვადასხვა პროგრამებში, ახლა კი კვლავ დაუბრუნდა  Coda -ს, რომ დაეხმაროს მას ავტორიტარულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პროექტის განხორციელებაში – ასეთი სარედაქციო შესავლით აქვეყნებს  ედუარდ სააკაშვილის სტატიას ონლაინ ნიუსების ასოციაცია ნიუიორკში 

 ჩინეთი და რუსეთი: ორი განსხვავებული მიდგომა სუვერენიტეტისადმი ინტერნეტში

 ერთი წლის წინათ, როცა ჩვენ ავამოქმედეთ ჩვენი ავტორიტარული ტექნოლოგიური არხი, ქალაქში გაიშალა  საუბარი  ომზე ორი ინტერნეტს შორს  – ერთის მხრივ ეს იყო ,,ღია ინტერნეტი, მეორე მხრივ დოქტრინა, სახელწოდებით ”ინტერნეტის სუვერენიტეტი”.

ინტერნეტის  სუვერენიტეტის მხარე წარმოდგენილი იყო  ჩინეთისა და რუსეთის მიერ და წინამდებარე სტატიის სათაურშიც სწორედ ამის გამოხატვა ვარჩიეთ.  მაგრამ რამდენად ერთიანია ჩინეთისა და რუსეთის მიდგომა ინტერნეტისადმი?

სწორედ ამ კითხვაზე პასუხის მცდელობა გვაქვს  მოხსენებაში ჰააგის პროგრამისა კიბერნორბის შესახებ , რომელიც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის დაფინანსებული.

,,ერთი შეხედვით, ორივე მხარეს ( რუსეთსა და ჩინეთს ) გარკვეულწილად გასაზიარებელი შეხედულებები აქვს. – ორივე ეროვნული ხელისუფლება ახდენს   დემონსტრირებას ონლაინ-ინფორმაციის ერთგვარი საალყო მენტალიტეტისა, რამდენადაც იდეების თავისუფალ ნაკადს ინტერნეტში განიხილავს როგორც საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისათვის ,  და სხვა ქვეყნებშიც ონლაინ ინგორმაცია განიხილება როგორც ძირითადი რისკი – ასკვნის მომხსენებელი’’

თუმცა არის ერთი ძალიან არსებითი განსხვავება:  ჩინეთში ტექნოლოგიების უზარმაზარი ინდუსტრია მოქმედებს, რუსეთში კი…იგი არც თუ ისე მძლავრია. მძლავრი ჩინური ტექნოლოგიური ინდუსტრია დაწყებული უიგურებთან ბრძოლის უხეში მეთოდებით, დამთავრებული ,,სარტყლებისა და გზების’’ ციფრული კომპონენტებით,ეროვნული პოლიტიკის საფუძველს ქმნის,  რუსეთი კი ამმხრივ მიუხედავად გარკვეული წარმატებებისა, მას მნიშვნელოვნად ჩამორჩება. ეს ორი ქვეყაა განსხვავებულია საზღვარგარეთის ქვეყნებში განხორციელებულ ჰაკერულ ოპერაციებშიც კი. იქმნება წარმოდგენა, რომ რუსეთი ამ გზით ცდილობს  დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკური დესტაბიიზაციის პოლიტიკას, მაშინ, როცა ჩინელი ჰაკერები   ძირთადად კონცენტრირებული არიან ეკონომიკურ მიზნებზე – ინტელექტუალური საკუთრების მოპარვაზე სამამულო  წარმოების ინტერესებისათვის – არსებითად რუსეთი ტროლაობს, ჩინეთი ქურდობს.

მთლიანობაშ ჩინეთში ამ მხრივ არსებული სურათი გამოიყურება როგორც მზარდი ციფრუი და ეკონომიკური ზესახემწიფო დიდ დროზე გათვლიი ამბიციებით და ტექნოლოგიებში ჩადებული  სერიოზული ინვესტიციებით, რუსეთი კი მოჩანს როგორც ჩამორჩენილი ქვეყანა, რომელიც უფრთხის ინტერნეტს სახლში და იყეებს მას იმისათვის, რომ აამღვრიოს წყალი სახლს გარეთ, უცხოეთშიც.

თუ ჰააგის მოხსენებაში ნავარაუდევია , რომ ,,ავტრიტარული ქვეყნები განსხვავდებიან კიბერსივრცის ფილოსოფიებით, იგივე შეიძლება ითქვას ,, თავისუფალ’’ ქვეყნებზეც,  ამდენად სულ უფრო თვალსაჩინო ხდება, რომ ევროსაბჭო ისეთი ინიციატივების მეშვეობით, როგორიცაა GDPR, ცდილობს მოძებნოს მესამე გზა , რომელიც განსხვავდება როგორც რუსეთისა და ჩინეთის გზისგან ისე ამერიკულისგანაც – ეს არის შედარებით იაფი ან სულაც უფასო ინტერნეტი , რომელიც ჯერ კიდევ აგრესიულად მოქმედებს.

წინა სტატიაწელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერც ერთი სახელმწიფო საწარმო ვერ გაყიდა, გაისად კი ასი ობიექტის გაყიდვის იმედზეა
შემდეგი სტატიაგადაცემა დიალოგი – საუბრები ნატსა და ევროკავშირის შესახებ, მითები და რეალობა [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური