მთავარისიახლეებიკონფლიქტებიენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა

ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგა [Video]

Published on

ენგურის ხიდზე მიმოსვლა აღდგენილია აფხაზური მხარის მიერ ენგურის ცენტრალურ ხიდზე დაწესებული შეზღუდვები დღეს დილიდან მოიხსნა. ამის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობაში ადასტურებენ. მურმან მალაზონიას განმარტებით, ხიდზე მიმოსვლის აღდგენა, ენგურს გაღმა მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემებს მოუხსნის. ექვსთდღიანი შეზღუდვა ენგურის ხიდზე მხოლოდ მამაკაცებზე ვრცელდებოდა, ე.წ სასაზღვრო ზოლიდან ქალებსა და ბავშვებს ატარებდნენ. აფხაზეთთან დამაკავშირებელ ერთადერთ ხიდზე მიმოსვლასთან დაკავშირებული შეზღუდვები, სავარაუდოდ სოხუმში 22 ნოემბერს მომხდარ მკვლელობას უკავშირდებოდა.

სიახლეები

უკრაინის ანტიკორუფციულმა სასამართლომ პროკურორს არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

4 ნოემბერს უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურორ ანტონ კოვალსკის "ანტიკორუფციული მოქმედების ცენტრის" (AntAC)...

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ივანიშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა ინფორმაციას ქართული ოცნება ავრცელებს: „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე,...

იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

Reuters-ის ცნობით, იტალია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მორიგ, მე-13 პაკეტს ამზადებს, რომელიც მიმდინარე წელს პირველი...

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა საპატიმრო დატოვ

ნანა სანდერმა N6 პენიტენციური დაწესებულება დატოვა.  4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა საპროცესო შეთანხმება გააფორმა. საპროცესო შეთანხმება...