მთავარისიახლეებიპოლიტიკაზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო [Video]

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსტეტში. შეხვედრა NDI-ის  ორგანიზებით ჩატარდა. ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას თქმით, 2020 წლის ზუგდიდის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული მიმართულებაა. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვს ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. პარტიაში განმარტავენ, რომ ბიუჯეტის ნახევარზე მეტი ადმინისტრაციულ ხარჯებს, ძირითადად კი ხელფასებს ხმარდება, რაც თავიდანვე არასწორი მიდგომაა. ოპოზიციის შენიშვნებს ზუგდიდის მერმა უპასუხა, გიორგი შენგელიას თქმით, ოპოზიციის შენიშვნა მიუღებელია, რადგან  გაწეული მომსახურების ხარჯების ანაზღაურება აუცილებლად უნდა აისახოს ბიუჯეტში. შენიშვნები და რეკომენდაციები აქვთ სამოქალაქო აქტივისტებსაც, როსტომ ზარანდია და ცაბუნია ვართაგავა რელიგიური პუნქტის ნაწილმა დააინტერესა და გიორგი შენგელიასგან განმარტების გაკეთება მოითხოვეს, მათი აზრით, გაუგებარია, რატომ უნდა დაფინანსდეს ეკლესია ადგილობრივი ბიუჯეტიდან, მაშინ, როდესაც ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება, თანაც ისე,  რომ საკითხი მაღალფარდოვანი სიტყვების შემცველია და ინტერპრეტირების შესაძლებლობას იძლევა. ზუგდიდის მერის პასუხმა ვერც ერთი მათგანი ვერ დააკმაყოფილა, გიორგი შენგელიამ კი 160 ათასი ლარის მოხმარების მიმართულებები წარმოადგინა.

საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯანო ჭკადუამ პროფესიული სტუდენტების მგზავრობის დაფინანსების საკითხი დააყენა.

შეხვედრაზე ასევე გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ მოსახლეობასთანფოკუს-ჯგუფის კვლევის შედეგად გამოვლენილი პრიორიტეტებისა და საბიუჯეტო ინიციატივების პრეზენტაცია გაიმართა. ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა  რეკომენდაციები და საბიუჯეტო ინიციატივები წარმოადგინეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...