მთავარისიახლეებისამართალი,,დღემდე არცერთი ჟურნალისტი არ არის ცნობილი დაზარალებულად'' - საიამ 20-21 ივნისის მოვლენებზე...

,,დღემდე არცერთი ჟურნალისტი არ არის ცნობილი დაზარალებულად” – საიამ 20-21 ივნისის მოვლენებზე მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გამართა

Published on

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 20-21 ივნისის მოვლენებზე მომზადებული ანგარიშის პრეზენტაცია გამართა.

როგორც ჟურნალისტებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ განუცხადა, 20-21 ივნისის ღამეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა მედიასთან დაკავშირებული საკითხები. მისივე თქმით, ერთ კონკრეტულ აქციაზე დაშავებული მედიის ამდენი წარმომადგენელი, სხვა დროს არ ყოფილა.

ანგარიშის მიხედვით, ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენელთა უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების, საკუთრების უფლების დარღვევის მძიმე შემთხვევებს,ასევე, ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს.

როგორც ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, საია-ს წარმომადგენელი ნონა ქურდოვანიძე ამბობს, კითხვის ნიშნებს ბადებს ის გარემოებაც, რომ არცერთი ჟურნალისტი არ არის ცნობილი დაზარალებულად

„ჟურნალისტების მიმართაც იყო გამოყენებული ძალა, რომლის არც საჭიროება და არც საფუძველი არ არსებობდა. გარდა ამისა, ზოგიერთ ჟურნალისტს შეეშალა საქმიანობის განხორციელებაში ხელი და ერთ-ერთი ჟურნალსიტი იყო თავისუფლებააღკვეთილიც, რაც სერიოზულ კითხვებს ბადებს, რა საჭირო იყო და აუცილებლობა იყო რომ ჟურნალისტი დაეკავებინათ? ჩვენ გვაქვს რეკომენდაცია პროკურატურისთვის, რომ დროულად ჩაატარონ გამოძიება, რადგან არცერთი ჟურანალისტი არ არის დაზარალებულად ცნობილი, რაც ასევე სერიოზულ კითხვებს აჩენს გამოძიების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებითაც,“ – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

სიახლეები

შსს- ფარტენაძე პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის არის დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტი კობა ფარტენაძე, დაკავებულია პოლიციელის მიმართ...

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე ერთი ადამიანი დააკავეს

დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების საქმეზე დაკავებულია კაცი, რომელმაც ნაცნობს ბანკიდან 30 ათასი დოლარის...

დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე

“დაკავებულია აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი კობა ფარტენაძე. მისი დაკავება მოხდა ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე...

კაია კალასი მასშტაბურ სანქციებს აანონსებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებისთვის ემზადება. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი აცხადებს,...