მთავარისიახლეებიპოლიტიკათინა ბოკუჩავა: შეშინებულმა ხელისუფლებამ ხვალინდელი პლენარული სხდომა გადადო, მაგრამ პიკეტირება იქნება ნებისმიერ...

თინა ბოკუჩავა: შეშინებულმა ხელისუფლებამ ხვალინდელი პლენარული სხდომა გადადო, მაგრამ პიკეტირება იქნება ნებისმიერ დღეს, როცა სხდომის ჩატარებას მოინდომებენ

Published on

არსებობს სრული კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გაგრძელდეს პროტესტი მანამ, სანამ არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. განაცხადა ნაციონალური მოძრაობის დეპუგტატმა თინა ბოკუჩავამ ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ.

ოპოზიციის ამგვარი ერთიანობა არის ბიძინა ივანიშვილისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიიდ საფრთხე და თავისტკივილი.

ჩვენ შევინარჩუნებთ ამ ერთიანობას, რათა ასეთი პრინციპულობით მივაღწიოთ იმ დანაპირების შესრულებას, რაც მისცა ქართველ ხალხს. ჩვენი შეხვედრის მიზანია, რომ გავაგრძელოთ ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, ერთად, ერთის წინააღმდეგ, მანამ, სანამ არ შევასრულებინებთ ივანიშვილს იმ დანაპირებს, რაც გასცა.

ნებისმიერი მცდელობა, რომ პარლამენტში ჩაატარონ პლენარული სხდომა იქნება ძალიან დიდი დისკომფორტის შემცველი თითოეული ქართული ოცნების დეპუტატისთვის. ხვალინდელი სხდომა შეშინებულებმა გადადეს, თუმცა შეიძლება ზეგ ან მაზეგ ჰქონდეთ კვლავ მცდელობა, რომ ჩაატარონ, რა თქმა უნდა, იქნება პიკეტირება, იქნება პროტესტი.

არ ვცვლით მოთხოვნებს, ჩვენ ვართ ძალიან პრინციპულები, ძალიან თანმიმდევრულები. როგორც წესი, პლენარულ კვირაში ოთხშაბათი დღე არის სასესიო, მაგრამ შეშინებულმა ხელისუფლებამ ხვალინდელი პლენარული სხდომა გადადო. შეიძლება ჰქონდეთ მცდელობა, რომ ჩაატარონ ხუთშაბათს. მაშინ, ხუთშაბათს იქნება პიკეტირება, თუ პარასკევს ჩაატარებენ, პარასკევს იქნება, თუ მომავალ კვირას- მომავალ კვირას იქნება.

იქნება მუდმივი დისკომფორტი ქართული ოცნებისთვის მანამ, სანამ არ შეასრულებენ დანაპირებს. 

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ელენე ციხეშია...

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...

პატრიარქის ანდერძი არ არსებობს – მამა გიორგი ზვიადაძე

ბუნებრივია, ანდერძი არ არსებობს - განცხადება პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ სიონის საპატრიარქო ტაძარში ჟურნალისტებთან...

კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერისთვის ხოშტარიას 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე საკანცელარიო მარკერით წარწერის - რუსული ოცნება გაკეთებისთვის, მოსამართლე გიორგი არევაძემ...