მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლიციამ გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა დააკავა

პოლიციამ გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა დააკავა

Published on

თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე პოლიციამ საქართველოს პარლამენტის წევრები გიგა ბოკერია და თენგიზ გუნავა დააკავა.

“ყველაფერის გარეშე, უბრალოდ, მოიტაცეს, ლეკიანობა დაიწყო” – ამბობს პარტიის წევრი სერგო რატიანი.

სამართალდამცველებმა თავდაპირველად დეპუტატების გაჩხრეკვა დაიწყეს. ისინი შეშას და წალამს ეძებდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ კი დააკავეს

ამ დროისათვის გიგა ბოკერია გათავისუფლებულია, თენგიზ გუნავა კი იზოლატორში რჩება

როგორც გიგა ბოკერია ამბობს, ის და თენგიზ გუნავა აგრესიულად განწყობილმა კრიმინალურმა პოლიციამ ე.წ კონკასთან დააკავა.

“შემდეგ პატრულის წარმომადგენლებმა მითხრეს, რომ უბრალოდ განმარიდეს ვითარებას.

კონკასთან ჰქონდათ მოტანილი ფიჩხი აქტივისტებს. როცა გვითხრეს, რომ შეშა საშიშია, რადგან პოლიციას ზიანი მიაყენესო, მოვიტანეთ ფიჩხი, მაგრამ გაირკვა – ამოცანა არის ღიად, რომ ხალხი არ უნდა გათბეს. ამიტომ დაგვიწყეს ჭიდაობა ფიჩხზე, უკანონოდ გააჩერეს მანქანა და მათ მიერვე დაწყებული ჭიდაობისას დაგვაკავეს, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, როგორ მავნებლურ, უკანონო დავალებებს აძლევენ ივანიშვილის წარმომადგენლები პოლიციას, რაც არის დიდი სირცხვილი და უნდა დამთავრდეს” – უთხრა ბოკერიამ ტაბულას.

უკვე რამდენიმე საათია, პოლიცია პარლამენტთან აქციის მონაწილეებს ჩხრეკს და შეშას ართმევს. თავდაპირველად, აქციის მონაწილეებს მანქანებით არ შეატანინეს კასრები და შეშა, თუმცა, ბოლო საათებია, ისინი მოქალაქეებს ჩანთებს და ტანსაცმელსაც უმოწმებენ.

სამართალდამცველები ადამიანებს არ აძლევენ საშუალებას, თუნდაც, ერთი ნაჭერი შეშა შეიტანონ და ამას “კანონის მოთხოვნას” უწოდებენ.

სიახლეები

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...