მთავარისიახლეებისამართალიპატიმრობამისჯილი ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე მერი, გია გულორდავა...

პატიმრობამისჯილი ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე მერი, გია გულორდავა უქმე დღეებს საკუთარ ოჯახებში ატარებენ

Published on

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, პატიმრობამისჯილი ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ყოფილი ვიცე მერი, გია გულორდავა უქმე დღეებს საკუთარ ოჯახებში ატარებენ.

უწყების განმარტებით, უქმე დღეებში ციხის დატოვების უფლებით სარგებლობენ დაბალი, ან საშუალო რისკის პატიმრები, რომელთა ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა ერთ წელს არ აღემატება.

„N16 პენიტენციური დაწესებულება არის დაბალი რისკის დაწესებულება, სადაც კანონმდებლობის შესაბამისად ფუნქციონირებს პატიმრების გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილი.

გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება მოთავსდეს დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებული, რომლის მიერ ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 1 წელს. პატიმრობის კოდექსის 716 მუხლის თანახმად, გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, დასვენებისა და უქმე დღეებში შესაძლებელია, გათავისუფლებისათვის მომზადების ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულს მიეცეს პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლება.

პატიმრობის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები 2017 წლის ივნისში შევიდა და ამ ცვლილების ამოქმედების ვადად 2018 წლის 1-ლი იანვარი განისაზღვრა.

ნორმის ამოქმედებიდან დღეის ჩათვლით სულ 59-მა მსჯავრდებულმა ისარგებლა უქმე დღეებში პენიტენციური დაწესებულების დატოვების უფლებით. ამჟამად აღნიშნული ნორმით სარგებლობს 10 მსჯავრდებული. 

სასჯელის მოხდის პერიოდში მოცემული მსჯავრდებულების მიმართ დისციპლინური სახდელი გამოყენებული არ ყოფილა და ისინი აკმაყოფილებენ სხვა კრიტერიუმებსაც, რაც ზემოთმოყვანილი უფლებით სარგებლობის შემთხვევაში მოქმედი კანონმდებლობით არის დადგენილი“,- განმარტავენ უწყებაში.

ზუგდიდის მერი და ვიცე-მერი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებაზე შარშან დააკავეს.

სიახლეები

TI-24 მოქმედი თანამდებობის პირი პარალელურად 30 კომპანიის დირექტორია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოავლინა 24 მოქმედი თანამდებობის პირი, რომელიც, კანონის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად,...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სამშობლოს ღალატის მუხლით დაკავებული დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს  გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ...

ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს

“კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს. კადრებში, რომელიც „სანდო წყარომ“ გაავრცელა, ჩანს, რომ...

სტრასბურგის სასამართლომ ნინო დათაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნინო დათაშვილის წინასწარი პატიმრობისა და...