პარლამენტის პლენარული სესია, რომელიც 12 საათზე იყო დაგეგმილი, ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო

0
404
????????????????????????????????????

დღევანდელ სხდომაზე რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა და კვორუმი, რომლისთვისაც 76 დეპუტატის დასწრებაა სავალდებულო, შედგა.

ცნობილია, რომ პლენარულ სხდომას ბოიკოტს უცხადებენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები. სხდომას არ ესწრებიან ასევე „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებიც. სხდომათა დარბაზში იმყოფებიან დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილი.

შეგახსენებთ, გუშინ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება მოახდინეს, რათა მმართველი გუნდისთვის პლენარული სესიის ჩატარების საშუალება არ მიეცათ.

წინა სტატიასაქართველოს ნოემბრის აქციებს მსოფლიო მედია ეხმაურება
შემდეგი სტატიაკახეთში ხანძარს 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური