მთავარისიახლეებიპოლიტიკამერაბ ქვარაია: პოლიცია მოქმედებდა მაქსიმალურად კანონის ფარგლებში

მერაბ ქვარაია: პოლიცია მოქმედებდა მაქსიმალურად კანონის ფარგლებში

Published on

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე, ამიტომ პარლამენტი აგრძელებს ფუნქციონირებას და ჩვენ შევასრულებთ ჩვენს ვალდებულებები. პოლიცია მოქმედებდა მაქსიმალურად კანონის ფარგლებში. არის გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია და დაცული უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში, მეორე მხრივ სამართალდამცავი ორგანოები მოქმედებენ კანონის ფარგლებში,”- განაცხადა „ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ პასუხად ჟურნალისტების შეკითხვას, გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას შექმნილ ვითარებაზე.

მისივე თქმით, ბიუროს სხვა სივრცეში ჩატარება კონსტიტუციური დარღვევა იქნებოდა და ერთადერთი კანონიერი გზა არის, რომ პარლამენტის შენობაში ჩატარდეს პარლამენტის სხდომა.

„ქვეყნის განვითარებაზე და ხვალინდელ დღეზე ვალდებულება გვაქვს ყველას, მათ შორის ოპოზიციას“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

სიახლეები

ყირიმის ხიდზე დარტყმის შედეგად ერთ-ერთი თაღი ჩამოინგრა

ყირიმის ხიდზე მორიგი იერიში განხორციელდა, რასაც ძლიერი აფეთქებები მოჰყვა. დარტყმის შედეგად ხიდის ერთ-ერთი თაღი...

ოჯახის წევრის მიმართ, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და...

სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ მიტროპოლიტ იობს

“მივესალმები საზოგადოებას - მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს. მინდა მივმართო იმ საზოგადოებას, რომელიც ეკლესიის მრევლად თვლის...

აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება

სამხრეთ აფრიკიდან გამოსაგზავნ ბაობაბებზე სასამართლო პროცესი იანვარში გაიმართება - სამხრეთ აფრიკული საგამოძიებო გამოცემის, Daily...