მთავარისიახლეებიეკონომიკამდინარაძეს რამსები აერია - ,,უსაფუძვლო აქციებამდე'' ლარის კურსი მაღალი ყოფილა...

მდინარაძეს რამსები აერია – ,,უსაფუძვლო აქციებამდე” ლარის კურსი მაღალი ყოფილა და უბრალოდ ჩვენ ვერ ვგრძნობდით ამას

Published on

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან ამბობს, რომ “აბსოლუტურად უსაფუძვლო აქციები” ეროვნული ვალუტის კურსზე ნეგატიურად მოქმედებს.

“რა თქმა უნდა, ქვეყანაში განვითარებული ნებისმიერი ნეგატიური მოვლენა, მათ შორის ქუჩის აქციები, აბსოლუტურად უსაფუძვლო, მითუმეტეს, გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორებზე, მათ შორის, ლარის კურსზე.”

მდინარაძის თქმით, “სახელმწიფო კურსის შენარჩუნებას ახერხებს” და ვარაუდობს, რომ აქციების დასრულების შემდეგ ლარი გამყარდება:

“სახელმწიფო ახერხებს, რომ შეინარჩუნოს კურსი და ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ როდესაც ეს აბსოლუტურად უსაფუძვლო აქციები ჩაცხრება, პირიქით, ჩვენ გვექნება აქ პოზიტიური დინამიკა.”

დღეს, 26 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, ლარი დოლართან 0.4 თეთრით გამყარდა.

ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამჟამად 2,9712 ლარია. 20 ივნისისთვის, როცა თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, დოლარი 2.7871 ლარი ღირდა, რის შემდეგაც ეროვნული ვალუტა კიდევ გაუფასურდა და რამდენჯერმე დაეცა ისტორიულ მინიმუმზე.

აღსანიშნავია, რომ ისტორიულ მინიმუმს ლარმა დოლართან მიმართებით 27 სექტემბერს მიაღწია, როცა ზაფხულში დაწყებული გამოსვლების შემდეგ უკვე ერთი კვირა იყო გასული – ერთი აშშ დოლარი მაშინ 2.9808 თეთრი ღირდა. საპროტესტო გამოსვლების განახლებამდე კი კურსი 2.9515-ზე დაბლა არ ჩამოსულა.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...