მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახა კალაძე: ხვალ ჩემი გუნდით შეიძლება ოპოზიციაში ვიყო...

კახა კალაძე: ხვალ ჩემი გუნდით შეიძლება ოპოზიციაში ვიყო…

Published on

შეიძლება მე დღეს ხელისუფლებაში ვარ, ხვალ ჩემი გუნდით შეიძლება ოპოზიციაში ვიყო, ჩვენი პარტიით, მაგრამ ჩვენ ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არასდროს არ წავალთ, არასდროს ვიქნებით დესტრუქციულები – განაცხადადღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ.


,, პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას. იმ კონკრეტულ პარტიებს, რომლებიც დღეს დესტრუქციულ ქმედებებს ეწევიან. ჩემთვის არაა მიღებული დესტრუქციულ ქმედებები. ვფიქრობ, რომ კონსტრუქციულობა ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არის მნიშვნელოვანი განვითარებისთვის, წინსვლისთვის” – დაძინა მან.

მიუხედავად ამ ტირადისა კონსტრუქციულობის საკითხზე ბევრმა მისი დღევანდელი განცხადება აღიქვა როგორც მინიშნება იმაზე, რომ კახი კალაძე იმზადებს ნიადაგს განზე გახტომისათვის ოლიგარქისგან შერისხვის შემთხვევაში ( რაც გამორიცხული არ არის, რადგან დიდი ხანია კულუარებში ჟღერს ინფორმაცია, რომ მათი ურთიერთობა იდილიური არ არის). არის მეორე ვერსიაც – ეს შესაძლოა იყოს ნიადაგის მომზადება ოლიგარქის შინელიდან გამოსული ხელოვნური ოპოზიციის შექმნისთვის.

სიახლეები

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მიტროპოლიტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი - ინფორმაცია ეროვნული...

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ელენე ციხეშია...

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...