მთავარისიახლეებისაზოგადოებაძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის დაწყება "სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის" ცენტრმა...

ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის დაწყება “სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის” ცენტრმა განმუხურის სკოლაში ფორუმ-თეატრით აღნიშნა

Published on

გენდერული ნიშნით ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას “სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის” ცენტრი შეუერთდა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან თანამშრომლობით ფორუმ თეატრის წარმოდგენა განმუხურის სკოლში გამართა .

ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობა, როგორც ადამიანის უფლებათა ერთ-ერთი ყველაზე
გავრცელებული დარღვევა, ძალთა უთანასწორობის გამოვლენას წარმოადგენს და გენდერული
ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურული ბუნებით ხასიათდება.
ქალთა და გოგოების მიმართ ძალადობის აღმოფხვრა მნიშვნელოვანია დემოკრატიული
სახელმწიფოს განვითარებისათვის და ხელისუფლების მხრიდან მოითხოვს პასუხს სათანადო,
ეფექტიანი პოლიტიკის გატარებით.


ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი
ინსტიტუტის პასუხისმგებლობას, იგი მთლიანი სახელმწიფოს, საზოგადოების თითოეული
წევრის პასუხისმგებლობაა და საჭიროებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების
ძალისხმევის გაერთიანებას და კოორდინირებულ მუშაობას.
მოგახსნებეთ, რომ 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს,
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანია იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის
უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...