მთავარისიახლეებიპოლიტიკაზაზა ოქუაშვილი: ივანიშვილი თავისი დამქაში გახარიათი, არის ქურდბაცაცა კრიმინალი, რომელიც იპარავს ყოველდღიურად

ზაზა ოქუაშვილი: ივანიშვილი თავისი დამქაში გახარიათი, არის ქურდბაცაცა კრიმინალი, რომელიც იპარავს ყოველდღიურად

Published on

“ერთი წლის წინ ვსაუბრობდი ვინც იყო ბიძინა ივანიშვილი. გავაცანით საზოგადოებას და ხალხმაც ნახა, რომ მის სიტყვას ფასი არა აქვს“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა ზაზა ოქუაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

”უკვე ეჭვი არ ეპარება არცერთ მოქალაქეს, რომ ივანიშვილი არის, თავისი დამქაში გახარიათი, ქურდბაცაცა კრიმინალი, რომელიც იპარავს ყოველდღიურად.

ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, ენერგიას ვხარჯავთ, ახალგაზრდები იბრძვიან თავისუფლებისთვის და ისინი კი იპარავენ ყოველდღიურად ჩვენს ხმებს, ჩვენს ბიუჯეტს, ჩვენს თავისუფლებას, დემოკრატიას, რისი უფლებაც მათ არ უნდა მივცეთ. ისინი უკვე აგონიაში არიან. ყოველი ახალგაზრდის გამოსვლისას ჯარს იძახებენ, ფარებს იფარებენ და თავს იცავენ. თავს ვერ დაიცავენ სიმართლისგან, ხალხის ღალატისგან, ქვეყნის ღალატისგან, ბიუჯეტის თანხების გაფლანგვისა და მოპარვისგან, საერთაშორისო სივრცისგან.

საქართველოში პროცესი მივიდა იქამდე, რომ საერთაშორისო ინვესტიციები წყალს მიაქვს, ნადგურდება ის მონაპოვარი, რაც ქართველმა ხალხმა, თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ საერთაშორისო მხარესთან ერთად მოვიტანეთ. ეს არის თავისუფალი ხმა, დემოკრატია, თავისუფალი არჩევანის საშუალება, საითაც ჩვენ მივდივართ. ეს იკარგება, იკარგება და საგანგაშო ზარი შემოჰკრეს იმ განცხადებებით, რომელსაც ჩვენ თითქმის ყოველდღე ვიღებთ საერთაშორისო საზოგადოებისგან,“ – აცხადებს ზაზა ოქუაშვილი.

მისი თქმით, ის ყოველთვის თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდების გვერდითაა.

”ოპოზიციურ აქციებთნ მე ჩემს თავს ყოველთვის ვაყენებ, რადგან მათი მოთხოვნები არის სამართლიანი და ესადაგება საერთაშორისო ცივილიზებულ მოთხოვნებს. ეს არის თავისუფლება, ხმის არჩევანი.“ – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა ლონდონიდან გადაცემა “რეაქციაში” პირდაპირი ჩართვისას.

სიახლეები

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მიტროპოლიტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი - ინფორმაცია ეროვნული...

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ელენე ციხეშია...

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...