,, კლოუნადა”, ,, ვირეშმაკობა”, ,,ვაჭრუკანული წინადადება”, ,, ვინ შეჭამს ფოჩიან კამფეტებს?”- ოპოზიცია ,,ქართული ოცნების” დღევანდელ განცხადებას ეხმაურება

0
504

“ვაჭრუკანული წინადადება” – ასე ეხმაურება დავით უსუფაშვილი მმართველი პარტიის შემოთავაზებვას, რომლის მიხედვითაც 2020 წელს რიგ მაჟორიტარულ ოლქში “ოცნება” კანდიდატს არ დააყენებს.

“მე მგონია, პოლიტიკაში ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი დასაცავია ღირსება. “ქართული ოცნება” სჯობს დაუფიქრდეს ამ თავისი ბოლო წინადადების საკითხს და საკუთარი ღირსების ჭრილში გაატაროს, ჩემს ღირსებაზე ნუ ილაპარაკებენ. იმიტომ, რომ თუ ფოჩიანი კანფეტებით ცდილობენ ვინმეს მოხიბვლას, მაშინ იქნებ ეს ფოჩები კარგად მაინც შეფუთონ იმიტომ რომ, უყურეთ: “ყველა “ნაცები” არიან, ვინც “ოცნებას” არ ეთანხმება და ვინც “ნაცი” არ იქნება, ჩვენ მას მივეხმარებით, არჩევნებში არ დავუყენებთ კანდიდატსო”. ასეთი ვაჭრუკანული წინადადებების იქით ვერ მიდის “ოცნება” და ეს არის სწორედ უბედურება”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია კახი კალაძის დღევანდელ განცხადებას “უწიფრობის გაგრძელებას” უწოდებს.

მისი თქმით, ივანიშვილმა და კლოუნების სამარცხვინო გუნდმა საზოგადოება რადიკალურ გზაზე დააყენა.

“ჯერჯერობით აგონიის სპირალში არიან, სრული ბოდვა გვესმის და დამატებითი შეურცხყოფაა საზოგადოების, ვინც ჩვენ მოგვწონს, იმათ არ დავუყენებთ მაჟორიტარებსო. ანუ, ოქრიაშვილს არ დაუყენებენ მაჟორიტარს. ქართველი ხალხის სახელით, დიდი მადლობა ამ დიდი კომპრომისისთვის. ვინ ჭამს მაგას. სანამ ასე არიან, პროტესტი კიდევ უფრო გამწვავდება და ამ სამარცხვინო ლიდერის, კლოუნების გუნდი ჩამოიქცევა პოლიტიკურად, გონს თუ არ მოეგებიან და არ გადადგამენ ნაბიჯს”.- ამბობს იგი.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების” მიერ კონსტიტუციით გაწერილი 2024 წლის არჩევნების პროპორციული წესით გამართვის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენების მცდელობა, მმართველი პარტიისგან ახალ ვირეშმაკობას ჰგავს.

როგორც თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსს” განუცხადა, „ქართულ ოცნებას” აღარ აქვს ლეგიტიმაცია, ბოლო ერთი წელიც რომ ჩაამთავროს.

„ეს ახლა ერთი შეხედვით ჰგავს „ვირეშმაკობას“, რომ 2024-შიც აღარ ჩაატარონ პროპორციული არჩევნები. მაგრამ მგონი აქამდე საქმე არ მივა, „ოცნება” აქამდე ვერ გაატანს, იმიტომ, რომ ისინი მიდიან ყველანაირი კანონზომიერების და ხალხის ნების წინააღმდეგ. მათ აღარ შერჩათ ლეგიტიმაცია იმდენიც კი, რომ ბოლო ერთი წელიც ნორმალურად ჩაამთავრონ და ახლა აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ 2024-შიც ჩაატარონ არჩევნები მაჟორიტარულით, რომლის სურვილიც აქვთ“, – განაცხადა შარაშენიძემ.


წინა სტატია,,ივანიშვილი ამას რომ დაიწყებს, ესე იგი ძალიან დარხეული აქვს” – სააკაშვილის პასუხი ბიძინას მორიგ ტრიუკზე
შემდეგი სტატიათამარ შავგულიძის ,,კომეტების” მსოფლიო პრემიერა კანადაში, რა ბედი ეწევა ფილმს საქართველოში?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური