საპატრულო პოლიციამ გაიტაცა “ევროპული საქართველოს” მანქანა, სადაც დღევანდელი აქციისთვის საჭირო ინვენტარი იდო

0
620

“ევროპული საქართველოს” წევრის ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციამ მანქანა გაიტაცა, სადაც დღევანდელი აქციისთვის საჭირო ნივთები იყო.

“საპატრულო პოლიციამ პარტიის მანქანა გაიტაცა, რომელზეც მიტინგისთვის საჭირო ნივთები გვქონდა.

მანქანაში იმყოფებოდნენ ჩვენი პარტიის წევრები. მათი ტელეფონები გათიშულია” – წერს ნადირაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც პარტიაში აცხადებენ, სამართალდამცველებმა „ევროპული საქართველოს“ ორი წევრი დააკავეს.

„იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩვენი პარტიის ავტომობილი გააჩერეს და დააკავეს მძღოლი, ბესო შავაძე და ჩვენი პარტიის რეგიონული სამსახურის უფროსი კობა ზაქარეიშვილი. რა მუხლით და რა ბრალდებით დააკავეს, ჩვენთვის უცნობია. მანქანა ჩვენი ოფისიდან, ბარნოვის ქუჩიდან პარლამენტის მიმართულებით მოძრაობდა და შეშა და აქციისთვის საჭირო ინვენტარი მიჰქონდა. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებულები ვარკეთილის პოლიციის შენობაში ჰყავთ“, – განუცხადეს „ევროპულ საქართველოში“ ჟურნალისტებს . შს სამინისტრო კი ჯერჯერობით დუმს

წინა სტატიატერენტი გრანელი: ვდგავარ საოცრების კართან
შემდეგი სტატიაზაზა ოქუაშვილი: ივანიშვილი თავისი დამქაში გახარიათი, არის ქურდბაცაცა კრიმინალი, რომელიც იპარავს ყოველდღიურად
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური