მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ყველამ ერთად ესენი გზას უნდა გავუყენოთ“- მალხაზ მაჩალიკაშვილი

“ყველამ ერთად ესენი გზას უნდა გავუყენოთ“- მალხაზ მაჩალიკაშვილი

Published on

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოვიდა თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი. მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მძინარე ბავშვი საწოლში მოუკლა და შემდეგ ტერორისტად მონათლა. 

მისივე განცხადებით, ივანიშვილმა პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე უარი იმიტომ თქვა, რომ მას გამარჯვების შანსი აღარ აქვს. 

„მე დღეს მეორედ ვხვდები თემირლანის დაბადების დღეს. ამავე სცენაზე და ამავე ტერიტორიაზე. ვიბრძვი თქვენთან ერთად და იმედი ნაპერწკალი დღედადღე ქრება. ამ ხელისუფლების პირობებში. ზუსტად ის არის ჩემი წადილიც და ბრძოლაც, როგორც ის არაადამიანი მახრჩობელა შეგვპირდა მთელ საქართველოს, რომ იქნებოდა არჩევნები პროპორციული სისტემით. იმედი ჩამესახა და ვიყავი დარწმუნებული, რომ დღევანდელ ხელისუფლებას არ ექნებოდა არანაირი შანსი არა უმრავლესობაში მოსვლის არამედ უმცირესობაში დარჩენის. დღევანდელმა ქართულმა ოცნებამ, ამ სისხლიანმა ამ ბოროტმა სისტემამ, ჩაატარა კვლევა და მიხვდა რომ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შემთხვევაში მათ გამარჯვების არანაირი შანსი არ ჰქონდათ. მაგრამ ჩვენ იმისთვის ვიბრძოლებთ, რომ პროპორციული სისტემით არჩევნები ჩატარდეს. ყველანი ერთად ერთის წინააღმდეგ. ბავშვი მომიკლეს საწოლში მძინარე, შემდეგ ტერორისტად მონათლეს. ეს არ ხდება არსად. ყველამ ერთად ესენი გზას უნდა გავუყენოთ“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...