მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კალაძე: კანდიდატებს არ დავაყენებთ იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც გამარჯვების შანსი...

კახი კალაძე: კანდიდატებს არ დავაყენებთ იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც გამარჯვების შანსი ექნება ოპოზიციის ყველა წარმომადგენელს ,,ნაციონალური მოძრაობის “ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა

Published on

ივანიშვილი და მისმა ტრიუკაჩები ხავსს ჩაებღაუჭნენ. პარტიის გენერალური მდივნის, კახა კალაძის თქმით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანდიდატები არ დააყენოს იმ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში, სადაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ორი ძირითადი ფრთისა და მისი დანამატების გარდა” დანარჩენი ოპოზიციის ნებისმიერ წარმომადგენელს ან დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება გამარჯვების “რეალური შანსი”. 

კალაძე ამბობს, რომ შედეგად ქართული ოცნება მომავალი პარლამენტის მაქსიმალურ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს, თუმცა მას არ განუმარტავს კონკრეტულად კიდევ რომელ პარტიებს გულისხმობს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს გარდა, ვინაიდან “დანამატები” ქართული ოცნებისთვის საკმაოდ ფართო ცნებაა და შეიძლება, მოიცავდეს ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას. 

“გზას გავუხსნით ორგანიზაციულად სუსტ, მაგრამ ავტორიტეტის მქონე პოლიტიკურ ჯგუფებს და ადამიანებს, რადგან მათ უშუალო და ქმედითი მონაწილეობა მიიღო ხელისუფლების განხორციელების პროცესში,”- თქვა კალაძემ. 

ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე კალაძემ ასევე თქვა, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თემა დახურულია. 

ის ასევე გამოეხმაურა დეპუტატ აკაკი ზოიძის ინციატივას პლებისციტის ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლება საერთო-სახალხო კენჭისყრას ჩაატარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ან 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს. 

2024 წლის არჩევნების პროპორციული წესით 2017 წლის რედაქციით არის გაწერილი. 

სიახლეები

2028-2029 წელს უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება

ანათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები მნიშვნელოვნად გაიზრდება. უწყების...

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი...

WSJ-ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანმა შეერთებულ შტატებთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მკაცრი პირობები წამოაყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი...

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი...