მთავარისიახლეებიპოლიტიკაბიძინას შეშა მოუპარია, რომ დაიჭერენ - ბასტა!

ბიძინას შეშა მოუპარია, რომ დაიჭერენ – ბასტა!

Published on

ინციდენტი მოხდა ამაღლების ქუჩაზე, სადაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა კასრები ჩამოართვეს. კასრების ჩამორთმევის პროცესში ერთმანეთს სიტყვიერად სამართალდამცველები და დეპუტატები ელენე ხოშტარია და თინა ბოკუჩავა  დაუპირისპირდნენ.

„ ეს პოლიციელები აქამდე იყვნენ მონები, ახლა იქცნენ ყაჩაღებად, გვართმევენ ჩვენ ნივთებს და მიზეზსაც არ ასახელებენ. გვიღობავენ გზას. რა კანონის საფუძველზე ხდება ვერ გეტყვით“,- განაცხადა ელენე ხოშტარიამ, რაზეც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა განუმარტა, რომ „კასრების ჩამორთმევა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოხდა, ვინაიდან კასრები შესაძლოა პიკეტირებისას ყოფილიყო გამოყენებული“.

„კარგით გავიგეთ რომ ივანიშვილს კასრების ეშინია, „ ადიალებისაც“ ეშინია? „ადიალებსაც“ ჩამოგვართმევთ? აკითხინეთ გახარიას ივანიშვილისთვის, პლედების მოტანა არაკონსტიტიციურად ხომ არ ჩაითვლება?! – ეგეც გასათბობად გვინდა, ცხელი ჩაი ხომ არ ითვლება არაკონსტიტუციურად“?!- მიმართა სამართალდამცველებს დეპუტატმა  თინა ბოკუჩავამ

დღეს დილით საპატრულო პოლიციამ აქციის მონაწილეთათვის განკუთვნილი შეშა მანქანიან- მძღოლიანად მოიტაცა, ხალხს შეშა ახლა ჩანთით მიაქვს.

სიახლეები

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს

სინოდის წევრებმა სიონში ილია მეორეს საფლავთან პანაშვიდი აღავლინეს. მაღალი იერარქებიდან საპატრიარქო ტაძარში იმყოფებიან მიტროპოლიტი...

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია იქნება, ხოლო ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი - ინფორმაცია ეროვნული...

ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას 1.5-წლიან განაჩენთან დაკავშირებით ქალი პოლიტიკოსები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. "ელენე ციხეშია...

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, იქნება ივანიშვილი – ოპოზიციის ალიანსი ხოშტარიას განაჩენზე

დანებება თუ ვინმეს მოუწევს, ეს იქნება ივანიშვილი და თუ მას უნდა საკუთარი თავის გადარჩენა,...