მთავარისიახლეებიპოლიტიკაქვეყანა, სადაც პრეზიდენტის სიტყვას ფუჩეჩის ძალა აქვს - სხვა საქართველო სად...

ქვეყანა, სადაც პრეზიდენტის სიტყვას ფუჩეჩის ძალა აქვს – სხვა საქართველო სად არის?

Published on

,,სალომე ზურაბიშვილის სიტყვას აქვს ფუჩეჩის ძალა, იგი ყველაზე დაბალი რეპუტაციისაა დღეს”  – ამის შესახებ “ახალი საქართველოს” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პრეზიდენტის იმ განცხადების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, დისკუსიები პარლამენტში უნდა გადავიდეს.

,, მინდა მოვუწოდო ყველას: პარლამენტში – იქ, სადაც საამისო ადგილია, მოინახოს გამოსავალი, რომელიც, ალბათ, ყველას ვერ დააკმაყოფილებს, მაგრამ შესაძლებელს გახდის დაძაბულობის განმუხტვას- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გიორგობის დღესასწაულზე ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემისას სიტყვით გამოსვლის დროს.
 
მოვუწოდებ ყველას, გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო კოდექსზე, რათა ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საშუალება სამართლიანი არჩევნების გზით, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი ნება. ეს იქნება გამარჯვება, ეს იქნება გიორგობის გამარჯვება.

მინდა, კიდევ ერთხელ, დღეს განსაკუთრებით, მოვუწოდო ყველას: დაპირისპირების დრო არ არის, მით უმეტეს მაშინ, როცა ოკუპირებული ტერიტორიებიდან ყოველდღიური გამოწვევების წინაშე ვართ; როდესაც ვხედავთ, თუ როგორ იყენებს ზოგი ჩვენს დღევანდელ დასუსტებას. დაპირისპირების დრო არ არის მაშინ, როდესაც ცხინვალში ჩვენი ღირსეული ექიმის გათავისუფლებისთვის უნდა იყოს მიმართული ჩვენი საყოველთაო ძალისხმევა და ეს ამოცანა უნდა გვაერთიანებდეს. – თქვა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც დიდი ხანია პირზე ივანიშვილის ბოქლომი ადევს და აღებს მხოლოდ მაშინ, როცა როცა იგი გასაღებს უბოძებს

სწორედ ამიტომ დაუბოქლომა მას დღეს რეზიდენცია სხვა საქართველომ, ახალგაზრდა საქართველომ – ფუჩეჩის ადგილი საბძელშია
 

სიახლეები

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...