ფრენები ქუთაისიდან ბოლონიისკენ ავიაკომპანია Ryanair-ის შემდეგ, უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მაც დაიწყო

0
525

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბოლონიიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის შემდეგ, უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მაც დაიწყო. ბოლონიის მიმართულებით რეისებს Wizz air, Ryanir-ის მსგავსად, კვირაში ორჯერ ასრულებს.

აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 2020 წლიდან კიდევ ორ ახალ მიმართულებას, ნიცას და კიოლნს ამატებს.

უწყებაში ამბობენ, რომ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოყვანაზე, ასევე, არსებული ავიაკომპანიების მიერ ახალი მიმართულებებისა და სიხშირეების დამატებაზე მუდმივად მუშაობენ.

ავიაკომპანია Wizz Air-ი წელია საქართველოს ავიაბაზარზე 7 წელია მოღვაწეობს. 2018 წლის მონაცემებით, ის მგზავრთა გადაყვანის კუთხით საქართველოში ლიდერიც გახდა.

წინა სტატია,,ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს “ – მიხეილ სააკაშვილი კიევში ყოფილ გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა
შემდეგი სტატიაჯერჯერობით უცნობია, რაზე შეთანხმდნენ დღევანდელ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური