მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ნაციონალური მოძრაობა ყველა სახის კონსულტაციისთვის მზადაა'' - ნიკა მელია ,,გირჩის'' ინიციატივას პასუხობს

,,ნაციონალური მოძრაობა ყველა სახის კონსულტაციისთვის მზადაა” – ნიკა მელია ,,გირჩის” ინიციატივას პასუხობს

Published on

ქართული ოცნებისგან განსხვავებით ხელისუფლებაში ყოფნა ჩვენთვის არ ნიშნავს მაინცდამაინც შენი გუნდიდან გყავდეს შს მინისტრად ან პროკურორად. საჭიროების შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობა” ყველა სახის კონსულტაციისთვის მზადაა – ასე პასუხობს პარტიის პოლიტსბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია “გირჩის” ინიციატივას, იმის შესახებ, რომ უნდა შეიქმნას გარანტიები, რათა ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში, ძალოვანი უწყებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელში არ აღმოჩნდეს”


“ყველაფერზე შეგვიძლია საუბარი, არაერთხელ განუცხადებია ნაციონალურ მოძრაობას, რომ ფუნდამენტურად მნიშვნელი გვგონია, რომ სამართლებრივი სისტემის რეფორმირება უნდა მოხდეს და ჩვენ, ჩვენი წინადადებები გვაქვს ამასთან დაკავშირებით, მათ შორის ცალკე აღებულ პროკურატურასთან დაკავშირებით კონფიგურაცია ჩვენი მოსაზრები, როგორ უნდა შეიქმნას პროკურატურა როგორ უნდა იყოს ცალკე აღებული პროკურატურა, რომელიც ზედამხედველობას გაუწევს სისხლისსამართლებრივ საქმეებს, ცალკე უნდა იყოს ადამიანის უფლებადარღვევის საკითხებზე , პროკურატურა უნდა იყოს ანტიკორუფციულ საქმეებზე და ასევე გაჩნდეს შესაძლებლობა, რომ რეზონანსულ საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტს ჰქონდეს შესაძლებლობა დანიშნოს დამოუკიდებელი პროკურორი ერთჯერადად.

ამიტომ, სადაც ეს ინიციატივა გვაქვს არაფერი არ უნდა გამოვრიცხოთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქვეყანა ვიხსნათ ოლიგარქისგან. ჩვენ ინტერესშია, რომ ნდობა გაიზარდოს საზოგადოებაში და ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ.

ქართული ოცნებისგან განსხვავებით ხელისუფლებაში ყოფნა ჩვენთვის არ ნიშნავს მაინცდამაინც გყავდეს შენი გუნდიდან შს მინისტრად ან პროკურორად. ეს ბიძინა ივანიშვილს გონია ხელისუფლება მარტო პროკურატურაა და მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროა.

მე ვთქვი, რო კარგი დასაწყისია და ნოყიერი ნიადაგია ოპოზიციურ პარტიებს შორის. ადამიანები აქ არ ესალმებოდნენ ერთმანეთს და დღეს საკითხების გარშემო ვმსჯელობთ. ყველა ვთანხმდებით, რომ საბჭოთა ოლიგარქია უნდა დაინგრეს. ამ გადმოსახედიდან, როცა დღეს მიდის მსჯელობა სხვა საითხზე, ის საკითხი, რომელსაც გირჩი აყენეს არ ყოფილა განხილვის საგანი. საჭიროების შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა ყველა სახის კონსულტაციისთვის მზადაა და ვფიქრობ ესეც წინგადადგმული ნაბიჯია. ყველა საკითხი იქნბა განხილული მე მჯერა ამისი, მაგრა სამართლებრივი სისტემის რეფორმირებაა აუცილებელი.

შეიძლება გირჩის წარმომმადგენელი გახდეს შს მინისტრი ან პროკურორი და ისე ვერ გაართვას თავი როგორც წარმოგვიდგენია. ამიტომ უნდა იყოს ბალანსი სახელისუფლებო შტოებს შორის, მეორე უნდა იყოს რაც არ უნდა კეთილშობილი ადამიანი აღმოჩნდეს მაღალ თანამდებობაზე უბრალოდ არ გაგიჟდეს და იყოს ფარგლებში მოქცეული. ბევრი სამუშაოა, მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია, რ,0ომ ოლიგარქის წნეხი არ შევანელოთ” – ამბობს ნიკა მელია.

სიახლეები

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...