მთავარისიახლეებიპოლიტიკახვალ თბილისში ოპოზიცია დიდ საპროტესტო აქციას მართავს

ხვალ თბილისში ოპოზიცია დიდ საპროტესტო აქციას მართავს

Published on

დღეს ,,ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა – შეკრებილმა პოლიტიკოსებმა 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე ისაუბრეს და არჩევნებთან დაკავშირებით ე.წ. გერმანული მოდელზე შეთანხმდნენ.

მათი ინფორმაციით, 25 ნოემბერს, 19:00 საათზე ოპოზიციური პარტიის ლიდერების ნაწილი რესპუბლიკის მოედანზე, ხოლო მეორე ნაწილი რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან. რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილები მსვლელობით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.

აქციის დასრულების შემდეგ ისინი პარლამენტის ხელახლა პიკეტირებას მოახდნენ.

”ჩვენ ისევ ჩვენი სტრატეგიითა და გეგმით მივდივართ. მშვიდობიან, არაძალადობრივ პროტესტს ყოველდღიურად აქვს შედეგი. ჩვენ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე და გამარჯვებამდე. ეს არის სრულიად ახალი თაობის მიდგომა, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანი ერთვება და რომელიც საბოლოო გამარჯვებამდე მიგვიყვანს”, – განაცხადა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

სიახლეები

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...