მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯერჯერობით უცნობია, რაზე შეთანხმდნენ დღევანდელ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი და...

ჯერჯერობით უცნობია, რაზე შეთანხმდნენ დღევანდელ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატები

Published on

დღეს  „ქართული ოცნების“ ოფისში  ბიძინა ივანიშვილი იმ მაჟორიტარ დეპუტატებს შეხვდა, რომლებმაც პარლამენტში 14 ნოემბრის კენჭისყრაზე მხარი არ დაუჭირეს საარჩევნო სისტემის ცვლილებას.

შეხვედრიდან გამოსულმა ზუგდიდის მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ აღნიშნა, რომ ყველა იმ საკითხზე იმსჯელეს, რომელიც შექმნილ მდგომარეობასთან არის კავშირში და შეთანხმება შედგა, მაგრამ არ დააკონკრეტა სახელდობრ რაზე

„შეხვედრა შედგა პარტიის თავმჯდომარის ინიციატივით, პრინციპში გადაწყვეტილება მიღებულია. შეხვედრას ესწრებოდნენ მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პორპორციულ სისტემაზე გადასვლას.

მსჯელობა იყო ძალიან საინტერესო, დეტალური, შევეხეთ ყველა საკითხს, რომელიც შექმნილ მდგომარეობასთან არის კავშირში, შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ არის ასეთი შეთანხმება, ხვალ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გაჟღერდება ეს ინიციატივა,“- განაცხადა  მერაბ ქვარაიამ

ამრიგად, ის, თუ რაზე შეთანხმდნენ ბიძინა ივანიშვილი  და მაჟორიტარი დეპუტატები, ჯერჯერობით არ საჯაროვდება. სავარაუდოდ ეს ცნობილი გახდება ხვალ, 25 ნოემბერს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ, სხდომა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 10:00 საათზეა ჩანიშნული.

სიახლეები

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...