მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს “ - მიხეილ სააკაშვილი კიევში ყოფილ გუბაზ სანიკიძეს...

,,ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს “ – მიხეილ სააკაშვილი კიევში ყოფილ გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა

Published on

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  კიევში ყოფილ დეპუტატებს გუბაზ სანიკიძეს და ვალერი გელბახიანს შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ვიდეომასალას მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

როგორც  მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ყველა მათგანს ერთი რამ – საქართველოს სიყვარული აერთიანებთ.

„დღეს, გიორგობის დღეს, შევხვდით ჩვენს ძველ თანამებრძოლებთან და ოპონენტებთან ერთად. ის ხალხი, ვინც ერთმანეთს ვებრძოდით, მაგრამ დღეს არის ერთიანობის დღე. დღეს არის დიდი დღესასწაული. ჩვენ ყველას ერთი რამ გვაერთანებს – გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, საქართველო. ნახეთ, რა მაგარი ახალგაზრდობა წამოვიდა. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ ახალგაზრდებს გზა გავუხსნათ საქართველოს გადარჩენისა და მართვისკენ. ძალიან მადლობელი ვარ გუბაზის, ვალერის, ჩვენი ბიჭების, რომ კიევში ჩამოვიდნენ. ძალიან საინტერესო და ჩემთვის ნიშანდობლივი საუბრები გვქონდა. მართლაც, ყველაფერს, ასაკთან, დროსთან და გამოცდილებასთან ერთად ბევრ რაღაცს გადახედავს ადამიანი. დროის გადმოსახედიდან ძალიან ბევრი რაღაც სხვანაირად ჩანს. ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს და გამარჯვებას ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ წინ ვერაფერი დაუდგება. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

ამასთან, გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ისინი მოერივნენ საკუთარ „მეს“, ეგოიზმს, რადგან გამოსავალი ერთიანობაა.

“მინდა მოგიწოდოთ, ვიყოთ საბრძოლო განწყობაზე, იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენს სამშობლოს. ჩვენ სხვაგან სამშობლო არა გვაქვს. ჩვენ გადავდგით ნაბიჯი, ჩვენ გარკვეულწილად ჩვენს თავსაც გადავახტით, მოვერიეთ ჩვენს შინაგან „მე“-ს, ეგოიზმს და მიგვაჩნია ერთი რამ, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთიანობაა ჩვენი გამოსავალი. მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დარაზმვა არის გამოსავალი და ვფიქრობ, ჩვენ ამას მოვახერხებთ. იმიტომ, რომ ჩვენ, წესით, უნდა ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი წინაპრების“, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

ვალერი გელბახიანის განცხადებით კი, ისინი 23 ნოემბერს სიმბოლურად შეიკრიბნენ.

„ერის მომავლისთვის, სახელმწიფოს მშენებლობის მომავლისთვის და ამ ერისა და სახელმწიფოს შეკვრისათვის საჭირო არის ერთიანობა, საჭირო არის ბრძოლა და ჩვენ დღეს შევიკრიბეთ სიმბოლურად 23 ნოემბერს, კიდევ ერთხელ ჩვენ ერს უნდა მივმართოთ, რომელსაც გაუვლია ბრძოლა სამშობლოს გულისთვის. ჩვენი თაობის ვალია, რომ ამ კრიზისიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა”, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

სიახლეები

პოლონეთის პრემიერი აცხადებს, რომ რუსულმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

პოლონეთის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსულმა რაკეტამ მათი საჰაერო სივრცე დაარღვია - რაკეტა ხუთშაბათს გამთენიისას პოლონეთის...

ჩხოროწყუში არასრულწლოვანი დაჭრეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხანწკში არასრულწლოვანი დაჭრეს.როგორც ადგილობრივები ამბობენ, გუშინ დღის პირველ ნახევარში მომხდარ შემთხვევას...

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდება

საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბრიდან ფუნქციონირებას შეწყვეტს. ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართულ...

სხვადასხვა ნივთში დამალული ოქრო გადმოჰქონდა – საგამოძიებომ სარფში 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან ერთად, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან კოორდინაციით...