დავით ბაქრაძე ოპოზიციის ხვალინდელ გეგმაზე, სალომე ზურაბიშვილის არაადეკვატურობაზე და ,,გირჩის” ინიციატივაზე

0
409

იმ შემთხვევაში, თუ ხვალ ამართალდამცველები აქციის დაშლას ეცდებიან, პოლიციის მიმართ ძალადობა და წინააღმდეგობის გაწევა ამჯერადაც არ მოხდება. – აცხადებს ,,ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე მაგრამ პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს თვალს არ გაუსწორებს და მის განსამუხტად ნაბიჯებს არ გადადგამს.”

„მთავარი, რაზეც თანხმდება ყველა ოპოზიციური პარტია, გახლავთ ის, რომ გაგრძელდება პროტესტები და პროტესტები გაგრძელდება მანამდე, სანამ ხელისუფლება იძულებული არ იქნება თვალი გაუსწოროს იმ უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისს, რომელიც მან საკუთარი ტყუილებით შექმნა ამ ქვეყანაში და გადადგას ნაბიჯები ამ კრიზისების განსამუხტად. – განაცხადა ბაქრაძემ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის შემდეგ

ის, რასაც ყველა ოპოზიციური პარტია იზიარებს, გახლავთ ის, რომ მშვიდობიანი აქციები გაგრძელდება. მათ შორის, ხვალ შვიდ საათზე შედგება შეკრება რესპუბლიკის მოედანზე, საიდანაც მშვიდობიანი მსვლელობით გადმოვინაცვლებთ პარლამენტთან. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან ადგილზე და აქცია გაგრძელდება სამშაბათს დილიდანაც და ხაზს ვუსვამ, ეს იქნება სრულიად მშვიდობიანი და არაძალადობრივი აქცია.

ამას გარდა, პარალელურად ჩატარდება უფრო მცირე ზომის აქციები სხვადასხვა ადგილებზე და ეს იქნება იმის გამოხატულება, რომ ამ ქვეყანაში არეულობა მოიტანა ხელისუფლების ტყუილმა და სიმშვიდეს მოიტანს კრიზისიდან გამოსავლის მოძებნა და არა პოლიციისა და სპეცრაზმის დახმარებით ოპოზიციისა და ხალხის მოთხოვნების იგნორირება.

რა თქმა უნდა, ახლაც დაშლას ვერ გამოვრიცხავთ, იმიტომ რომ ხელისუფლების მკაფიო სტრატეგიაა, რომ დიალოგისა და გამოსავლის მოძებნის ნაცვლად ყველაფერი გადაატაროს პოლიციასა და სპეცრაზმზე, ამიტომ დაშლას ვერ გამოვრიცხავთ, მაგრამ აქცია იქნება მშვიდობიანი. თქვენ ნახეთ, როგორი იყო მომიტინგეების რეაქცია ამას წინათაც, არანაირი წინააღმდეგობა და ძალადობა პოლიციასთან მიმართებით არ ყოფილა, არც ახლა არ იქნება. რამდენჯერაც დაშლის პოლიცია მშვიდობიან აქციას, იმდენჯერ დაშალონ, მით უფრო უკეთესად დაინახავ ჩვენი საზოგადოება რა ტიპის სახელმწიფომდე მიიყვანა „ქართულმა ოცნება“ საქართველო“,- განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძემ პრეზიდენტის ის განცხადებაც შეაფასა, რომლის მიხედვითაც, დისკუსიები პარლამენტში უნდა გადავიდეს. მისი თქმით, “როგორც ჩანს, ზურაბიშვილს რუსულ ჭაღებსა და ირანულ მამლებზე ზრუნვაში გამორჩა, რომ საარჩევნო სისტემა ამ ქვეყანაში აღარ იცვლება“.

„როგორც ყოველთვის ქალბატონი ზურაბიშვილი ახერხებს, რომ იყოს სრულიად არაადეკვატური შექმნილ ვითარებაში და დღეს ის საუბრობს საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე, მე მას მინდა შევახსენო, რომ საარჩევნო კოდექსის ცვლილებები განიხილება მას შემდეგ, რაც შეიცვლება საარჩევნო სისტემა. როგორც ჩანს, მას რუსულ ჭაღებსა და ირანულ მამლებზე ზრუნვაში გამორჩა, რომ საარჩევნო სისტემა ამ ქვეყანაში აღარ იცვლება, იმიტომ რომ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოება მოატყუა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

„გირჩის“ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც გაერთიანებული ოპოზიციური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ძალოვან უწყებებს არ ჩაიბარებენ, ბაქრაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი ოპოზიციის დღის წესრიგში ჯერ არ დამდგარა.

„გირჩის“ ინიციატივა დღის წესრიგში არ დამდგარა. დღეს ძირითადი საკითხი იყო ორგანიზაციულად დაგეგმვა ხვალინდელი აქციისა, ასევე, ვისაუბრეთ გერმანულ მოდელზეც და პრაქტიკულად ოპოზიცია ამ საკითხზეც შეჯერებულია, როგორი უნდა იყოს მოდიფიცირებული გერმანული მოდელი, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს თანაბარ და სამართლიან საარჩევნო პირობებს“, – განაცხადა ბაქრაძემ.

წინა სტატიახვალ თბილისში ოპოზიცია დიდ საპროტესტო აქციას მართავს
შემდეგი სტატია,,ნაციონალური მოძრაობა ყველა სახის კონსულტაციისთვის მზადაა” – ნიკა მელია ,,გირჩის” ინიციატივას პასუხობს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური