მთავარისიახლეებიმსოფლიომალაიზიის ბოლო სუმატრული მარტორქა გარდაიცვალა

მალაიზიის ბოლო სუმატრული მარტორქა გარდაიცვალა

Published on

სუმატრული მარტორქა ოფიციალურად გადაშენდა მალაიზიაში, გარდაიცვალა რა ბოლო ცნობილი ცხოველი ამ სახეობის.

25 წლის მდედრობითი სქესის სუმატრული მარტორქა სახელად იმანი გარდაიცვალა შაბათს, ბორნეოს კუნძულზე. მას ჰქონდა სიმსივნე. ბოლო მამრობითი სქესის სუმატრული მარტორქა კი გარდაიცვალა ამ წლის მაისში.

ერთ დროს სუმატრული მარტორქა დახეტიალობდა აზიაში, მაგრამ ახლა ფაქტობრივად გაქრა ველური ბუნებიდან, სავარაუდოდ 100 ცხოველზე ნაკლებია დარჩენილი. სახეობა კრიტიკულადაა შემცირებული.

სუმატრულ მარტორქას დიდი ზიანი მიადგა უკანონო ნადირობის და საარსებო გარემოს შემცირების გამო, მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე დღეს ამ სახეობისთვის არის მისი ფრაგმენტირებული ბუნება. მცდელობები გაემრავლებინათ აღნიშნული სახეობა – უშედეგო გამოდგა.

ფაქტები სუმატრული მარტორქის შესახებ

  • დღეს, ხუთი მარტორქის სახეობა არსებობს, მათგან ორი აფრიკაშია, ხოლო სამი აზიაში
  • აზიური სახეობები მოიცავს სუმატრულ მარტორქასაც, რომელიც ყველაზე პატარაა
  • სუმატრული მარტორქა ახლო კავშირშია ბეწვიან მარტორქასთან, რომელიც 10 000 წლის წინ გადაშენდა
  • 100 სუმატრულ მარტორქაზე ნაკლებია დარჩენილი ველურ ბუნებაში (ზოგის შეფასებით 30-ზე ნაკლებია), რომელიც გავრცელებულია სუმატრის კუნძულებზე, ინდონეზიაში
ბეწვიანი მარტორქა. გადაშენდა 10 000 წლის წინ

ავტორი: ლევან თორია

https://www.bbc.com/news/world-asia-50531208

სიახლეები

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...

ილიაუნის განათლების სკოლა საკანონმდებლო ცვლილებების გაუქმებას ითხოვს

მიუღებელია „განათლების რეფორმის“ სახელით გამოცხადებული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის...

სტუდენტები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

განათლების სამინისტროსთან პროტესტი გრძელდება. სტუდენტები გივი მიქანაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, მიქანაძე ვალდებულია მივიდეს და...