მთავარისიახლეებიკონფლიქტებიენგურის ხიდი ამ დრომდე ჩაკეტილია

ენგურის ხიდი ამ დრომდე ჩაკეტილია [Video]

Published on

ენგურის ხიდი ამ დრომდე ცალმხრივად ჩაკეტილია. ხიდის ჩაკეტვის შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებმა გუშინ სოციალურ ქსელში გაავრცელეს.როგორც რესპოდენტები „ოდიშინიუსთან“ ყვებიან,ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა დაშვებულია, თუმცა, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მოქალაქეები ვერ ახერხებენ, განსაკუთრებული შეზღუდვებია ახალგაზრდა მამაკაცებზე.მოქალაქეები ვერ აკონკრეტებენ, თუ რატომ გადაწყვიტა დე-ფაქტო ხელისუფლებამ  ე.წ. საზღვრის უკანონოდ ჩაკეტვა, თუმცა მათი თქმით, არ გამორიცხავენ, რომ შეზღუდვების დაწესება შესაძლოა სოხუმში გუშინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდებოდეს. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზზე, უკანონო შეზღუდვების დაწესებას, ცხელი ხაზის მეშვეობით არ ადასტურებენ.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...