დღეს გიორგობაა

Published on

23 ნოემბერს, მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. გიორგობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება, 6 მაისს ეკლესია წმინდანის აღსრულების დღეს აღნიშნავს, 23 ნოემბერს კი– ბორბალზე წამების დღეს. დღევანდელ დღეს, გიორგობა მხოლოდ საქართველოში აღინიშნება.

წმინდა გიორგის თაყვანისცემა საქართველოში მე–4 საუკუნის დასაწყისში იწყება. ძველი დროიდანვე საქართველოს, წმინდა გიორგის ქვეყანას, გეორგიას უწოდებენ. საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის კირიონის ცნობით, წმინდა გიორგი კაბადოკიელი მესხი იყო. სავარაუდოა, რომ პირველი ტაძარი წმინდანის სახელზე, ბოდბეში წმინდა ნინოს თაოსნობით აიგო. (ბოდბის მონასტრის მთავარი ტაძარი წმინდა გიორგის სახელობისაა). საქართველოში წმინდა გიორგის სახელზე უამრავი ტაძარია აგებული. წმინდა გიორგი მხედართა, მიწისმოქმედთა, მწყემსთა და მოგზაურთა მფარველად ითვლება. ასევე, მას ევედრებიან დემონური ძალებისგან გამოხსნას. წმინდა გიორგი ქართველთა მფარველად ითვლება. უფლის განგებით, ქართველი ერის მფარველობა მას დაეკისრა. სწორედ ამიტომ, წმინდა გიორგის იაკოსს დაემატა მუხლი: „გიხაროდენ უძლეველო წინამბრძოლო ქართველთა ერისაო და მფარველო ჩუენისა ეკლესიისაო.“

დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა აღავლინება.

სიახლეები

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...

გენშტაბი-უკრაინამ რუსულ ავიაბაზას დაარტყა

უკრაინის სპეციალური ოპერაციების დანაყოფმა, თავდაცვის ძალების სხვა ჯგუფებთან ერთად, რუსეთში, ვორონეჟის ოლქში მდებარე საჰაერო...