მთავარისიახლეებიმსოფლიოUNICEF - სირიაში ასობით ბავშვი ტყვეობაში იმყოფება

UNICEF – სირიაში ასობით ბავშვი ტყვეობაში იმყოფება

Published on

გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ტერიტორიაზე, რომელიც სახალხო დაცვის ჯგუფების კონტროლის ქვეშ იმყოფება, ასობით არასრულწლოვანი ბიჭია დატყვევებული. მათი ცნობით, ბავშვებიდან ზოგიერთი 10 წლისაც არ არის.

„იუნისეფის“ წარმომადგენლმა მარიქს მერკადომ სირიაში ბავშვთა უფლებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ბავშვების დაკავება იმიტომ ხდება, რომ ისინი „უცხოელი მებრძოლების“ შვილები არიან და შეიარაღებულ დაჯგუფებებთან ასოცირდებიან.

მათივე ცნობით, სირიაში 5 მილიონზე მეტ ბავშვს, რომელთა შორისაც 2.6 მილიონი იძულებით გადაადგილებული პირია, ჰუმანიტარული დახმარება ესაჭიროება.

„იუნისეფის“ მონაცემებით, სირიაში გასულ წელს სულ ცოტა 1106 ბავშვი მოკლეს. მიმდინარე წლის სექტემბრის მონაცემებით, დაღუპულ ბავშვთა რაოდენობა 657-ს აღწევს.

სიახლეები

მარნეულის მერის ძმას ბრალი წარუდგინეს

მარნეულის მუნიციპალიტეტში მომხდარი ჯგუფურად ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე მარნეულის მერის ძმას, ქენალ ისმაილოვს ბრალდება წარუდგინეს....

ცოფის შემთხვევის გამოვლენის გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა

"წალკაში კარანტინი გამოცხადდა. მიმდინარე წლის 6 აპრილს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ წალკის მუნიციპალიტეტში (მისამართი:...

კომუნიკაციების კომისიამ იმედი, პოსტვ, TV პირველი და ფორმულა წერილობით გააფრთხილა

როგორც კომკომი წერს, ტელეკომპანიებმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონი დაარღვიეს. "კომუნიკაციების კომისიამ „ტელეიმედი“, „პოსტვ“, „ტელეკომპანია პირველი“...

ჯუანშერ ბურჭულაძეს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება ჩამოერთმევა

ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორის, ანი ლეკიაშვილის განცხადებით, ყოფილ თავდაცვის მინისტრს 3 მილიონ ლარამდე ღირებულების...