მთავარისიახლეებიპოლიტიკაეუთო-ში აშშ-ის მისია ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

ეუთო-ში აშშ-ის მისია ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

Published on

ეუთო-ში აშშ-ის მისია ოკუპირებული რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.

„აშშ ცნობილი ქართველი ექიმისა და საქართველოს ორთოპედთა და ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტის, ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, რომელსაც საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი დაკავება შეუფარდა.

დამატებით, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, დასრულდეს ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ ჩვენს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის გაიყვანოს მისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარებისთვის თავისუფალი მიმოსვლა ამ რეგიონებში, ისევე როგორც უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნანუკა ჟორჟოლიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს. ჟორჟოლიანი აღნიშნავს,...

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ირაკლი...

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა – სალომე ზურაბიშვილი

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა - ამის შესახებ საქართველოს...

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...