მთავარისიახლეებიპოლიტიკაბოქლომი, გაჩერება, სტაგნაცია - ეს იყო ენმ-ს ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს -...

ბოქლომი, გაჩერება, სტაგნაცია – ეს იყო ენმ-ს ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის დროს – მერაბ ქვარაია აქციის მონაწილეებს პასუხობს

Published on

“ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია აქციის მონაწილეებს პასუხობს:

პირველ რიგში, დავიწყებ იმით, რომ არ მინდა, დავუკარგოთ შრომა ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრებს, რომლებიც ასევე ჩემს ბიუროშიც იყვნენ დღეს მობრძანებულები, ბოქლომებით და ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივია, რომ ბოქლომი არის მათი სიმბოლო და იქცა მათ სიმბოლოდ. ისინი ბოქლომით მოვიდნენ ხელისუფლებაში, მათ დააბოქლომეს თავის დროზე საქართველო ფაქტობრივად.

ბოქლომი, ხელბორკილი, გაჩერება, სტაგნაცია – ეს იყო მათი ხელწერა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიქართული ოცნების მაჟორიტარმა დეპუტატმა, მერაბ ქვარაიამ, ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. ქვარია იმ დეპუტატებს შორისაა, ვინც პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა. აქტივისტები დღეს მის ბიუროსთან მივიდნენ და კარზე ბოქლომი დადება სცადეს და ქვარაიას პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...