მთავარისიახლეებისაზოგადოებააჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს

Published on

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი გიორგი კოხრეიძე გახდა. კოხრეიძემ პირველ კენჭისყრაზე საბჭოს ოთხი წევრიდან ორის ხმა მიიღო, რამდენიმე წუთში გამართულ განმეორებით კენჭისყრაზე კი სამი ხმა და გამარჯვებული გახდა.

სწორედ მისი სარჩელის საფუძველზე შეჩერდა დირექტორის შესარჩევი მეოთხე კონკურსი, რომლის გაგრძელების უფლება მრჩეველთა საბჭომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო.

გიორგი კოხრეიძე მაუწყებლის დირექტორის შესარჩევად მიღებულ კონკურსში ოთხივეჯერ მონაწილეობდა. პირველ ორ მცდელობაზე მას საბჭოს არცერთი წევრის ხმა არ მიუღია, მესამე კონკურსზე კი (რომლის კენჭისყრა 22 აგვისტოს გაიმართა) 2 ხმა მიიღო. მესამე კონკურსს საბჭოს 5 წევრიდან 4 ესწრებოდა და ამათგან ერთმა, ბეჟან გობაძემ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. კოხრეიძე ამბობდა, რომ რადგან ბეჟან გობაძე კენჭისყრაში არ მონაწილეობდა, ის ოთახში დამსწრის სტატუსით იმყოფებოდა, დანარჩენი სამი წევრიდან კი მას ორის, ანუ, უმრავლესობის ხმა ჰქონდა და ამიტომ, დირექტორად ის უნდა გამოეცხადებინათ.

სიახლეები

ნანუკა ჟორჟოლიანი პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ნანუკა ჟორჟოლიანი გამოკითხვაზე დაიბარეს. ამის შესახებ ჟურნალისტი სოციალურ ქსელში წერს. ჟორჟოლიანი აღნიშნავს,...

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა

NATO-ში საქართველოს წარმომადგენლად ირაკლი ბერაია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ივანიშვილის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "ირაკლი...

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა – სალომე ზურაბიშვილი

პროტესტის 300 დღე მხოლოდ რიცხვი არ არის, ეს გამბედაობის მტკიცებულებაა - ამის შესახებ საქართველოს...

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ

დააკავეს პირები, რომლებიც ვალუტის გაცვლით ოპერაციებს უკანონოდ ახორციელებდნენ - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა...