მთავარისიახლეებიპოლიტიკავაჟა გაფრინდაშვილი "სამხრეთ ოსეთს" რუსეთის მიერ ოკუპირებულს უწოდებს და საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას...

ვაჟა გაფრინდაშვილი “სამხრეთ ოსეთს” რუსეთის მიერ ოკუპირებულს უწოდებს და საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას უჭერს მხარს- ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება

Published on

ოკუპირებული ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის ახალ დეტალებს ასაჯაროებს, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველმა ექიმმა ე.წ საზღვარი სპეციალურად გადაკვეთა და მოინახულა სოფელ მონასტერში არსებული ტაძარი.

გაცხადებული ინფორმაციის თანახმად, ვაჟა გაფრინდაშვილმა უარი განაცხადა ეპასუხა კითხვაზე, თუ რომელ ქართულ პარტიას უჭერს მხარს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეა და არ მიიჩნევს ე.წ „ საზღვრის“ დარღვევის ფაქტს უკანონობად, რადგან მისი აზრით, სამხრეთი ოსეთი ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც საქართველოს ნომერ პირველი მტერია ,- აცხადებს დაპატიმრებული ქართველი ექიმი.

ოკუპირებული დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების სამსახური აღნიშნავს, რომ დასავლურ და ქართულ მედიაში ატეხილი ისტერია ვაჟა გაფრინდაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან მიმართებით, უშუალოდ დაკავშირებულია საქართველოში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებთან.

სამხრეთი ოსეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კომიტეტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ოფიციალური თბილისის, ქართული ოპოზიციის და მისი დასავლური კურატორების მცდელობა, მოაგროვონ პოლიტიკური ქულები ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებით იქნება უშედეგო. აგრეთვე აღნიშნავენ , რომ აღნიშნული საკითხი სამხრეთი ოსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლის განსახორციელებლად და შიდა რეიტინგის გასაუმჯობესებლად უპერსპექტივო იქნება

სიახლეები

მინისტერიალზე საქართველოს მიწვევა ელჩის დონეზე მიუღებელია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალზე არ არის მიწვეული საქართველოს საგარეო...

რა თქვა დონალდ ტრამპმა გაეროს ტრიბუნიდან

გაეროს ტრიბუნიდან დონალდ ტრამპის ციტატების კრებული: 🔹არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების სადარი სხვა ქვეყანა. 🔹აშშ-ს აქვს...

ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს – ევროკომისია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და...

“დილით არჩევნებზე და საღამოს აქციაზე” ივანიშვილის თამაშია – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 4 ოქტომბერს...