მთავარისიახლეებიპოლიტიკათეა წულუკიანი: როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს გაკოტრებულ რეჟიმში...

თეა წულუკიანი: როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა

Published on

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი პარლამენტის პიკეტის სპეცრაზმის საშუალებით მოხსნასგამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა მათ ამ ,,მაღალი კლასის ოპერაციის ჩატარებისთვის
,,მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როგორც იუსტიციის მინისტრმა, როგორც ვიცეპრემიერმა, ძალიან დიდი მადლობა ვუთხრა თითოეულ პოლიციელს, თითოეულ სპეცრაზმელს, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს და მინისტრს იმ ჩატარებული ოპერაციისთვის, რომელიც იყო მაღალი კლასის ოპერაცია– განაცხადა მან –
ჩვენს ქვეყანაში სწორედ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში არის მაქსიმალურად უზრუნველყოფილი გამოხატვის თავისუფლება, იქნება ეს ყვავილების თუ ბოქლომების საშუალებით. მთავარია, არ დაირღვეს კანონი და სახელმწიფომ განაგრძოს ფუნქციონირება. შესაბამისად, როდესაც ეს ზღვარი ექნება გადალახული და პროტესტს არავითარი კავშირი არ ექნება გამოხატვის თავისუფლებასთან, სახელმწიფო იმოქმედებს ისე, როგორც იმოქმედა.

სამწუხაროდ, რაც არ უნდა კეთილშობილური და ძალიან დემოკრატიული იყოს ნულოვანი ბარიერით პროპორციული არჩევნების ჩატარება, ჩვენს რეალობაში, როცა მეორე მხარეს არის არა პოლიტიკური ძლიერი ოპოზიცია არამედ, ბოქლომების მაღაზია, ძალიან ძნელია რაიმე ტიპის მთავრობის ფორმირებაზე საუბარი, როცა იწყებ ვარდებით და ასრულებ ბოქლომებით, ეს, რა თქმა უნდა, გაკოტრებულ რეჟიმში მყოფი პოლიტიკური ძალაა

ძალიან კარგია, რომ ნულოვანი ბარიერის პირობებში პროპორციული მოდელი არ შემოვიდა ჩვენს ქვეყანაში. მე, როგორც ყოფილი მაჟორიტარი, ვრჩები იმ აზრზე, რომელ აზრზეც ყოველთვის ვიყავი – მაჟორიტარული სისტემა არის ის, რაც სჭირდება ხალხს, იმისთვის, რომ პრობლემების მომგვარებელი არსებობდეს ამ ქვეყანაში და ეს სისტემა უნდა შენარჩუნდეს.

ის, რომ ეს მოდელი ვერ შემოვიდა ამ ქვეყანაში, ეს არის გარანტია იმის, რომ 2020-ის არჩევნების შედეგად მივიღებთ იმ მმართველ ძალას, რომელსაც აირჩევთ თქვენ, ხალხი და ქვეყანაში იქნება სტაბილურობა.” – განაცხადა თეა წულუკიანმა

სიახლეები

მინისტერიალზე საქართველოს მიწვევა ელჩის დონეზე მიუღებელია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალზე არ არის მიწვეული საქართველოს საგარეო...

რა თქვა დონალდ ტრამპმა გაეროს ტრიბუნიდან

გაეროს ტრიბუნიდან დონალდ ტრამპის ციტატების კრებული: 🔹არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების სადარი სხვა ქვეყანა. 🔹აშშ-ს აქვს...

ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს – ევროკომისია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და...

“დილით არჩევნებზე და საღამოს აქციაზე” ივანიშვილის თამაშია – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 4 ოქტომბერს...