რატომ კანკალებს ნუკრი ქანთარია, რატომ იჭაჭება ზურა ხაჩიძე და რა სურს სიმონ ნოზაძეს – დისკომფორტი დაპირებული ჯოჯოხეთის გამო

0
448

საპარლამენტო უმრავლესობას დისკომფორტს უქმნის ოპოზიციის დაპირება, რომ ჯოჯოხეთს მოუწყობს მათ. შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა,გიგა ბოკერიამ ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს იქნება ხელისუფლებაზე წნეხი “და მათთვის პოლიტიკური ჯოჯოხეთის შექმნა”.

,,ბოქლებში დიდი ფანტაზია არ ჩანს, რადგან მათ ბოქლომები მოქალაქეებზე ჰქონდათ დადებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა,რითაც სამთავრობო უწყებების პიკეტირების საკითხს და განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ნუკრი ქანთარიას თქმით, მთავარია ქმედებები კანონს არ გასცდეს.

„მთავარია, კანონს არ გადაცდნენ. კარგად იცით, რომ ყველას შეუძლია საუბარი ნებისმიერ თემაზე რა ტონალობაშიც უნდა, სადაც უნდა, რამდენიც უნდა, ოღონდ, კანონს არ უნდა გაცდნენ, კანონს თავით არ შეეჯახონ. ძალიან ვკანკალებთ ყველანი, არ ვიცი, რა დაგვემართება, ჯოჯოხეთში რა წარმოუდგენიათ, ეს გასარკვევია. მათთვის როგორია ჯოჯოხეთი”,- განაცხადა ქანთარიამ.

იციან ჯოჯოხეთი რა არის, მორწმუნეები არიან? ან ვინმე ჯოჯოხეთში ნამყოფია? – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ   ჟურნალისტებთან განაცხადა,

ნოზაძემ ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის ქმედებებს საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონდა.

„ამ შემთხვევაში პოლიტიკური სპექტრი იყო ერთიანი, მაგრამ საზოგადოების მხარდაჭერა არ ჰქონდა, მობილიზებული იყო პოლიტიკური აქტივი. მე მიმაჩნია, რომ ეს საკითხი საზოგადოებამ აღიქვა არა როგორც ზეეროვნული საკითხი, არამედ როგორც ტაქტიკური საკითხი. როდესაც ზეეროვნულ საკითხს ეხება საქმე, ყველა ერთსულოვნად გამოვხატავთ პროტესტს, ასეთ ტაქტიკურ საკითხზე, როგორიც არჩევნებია, მასობრივი პროტესტი არ გამოიწვია საზოგადოების, თუმცა, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში გარკვეული იმედგაცრუება იყო. სიმონ ნოზაძე მიიჩნევს, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მომაწილეების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს.

,, ღმერთმა ნუ ქნას, რომ ამ უღმერთოებმა ხელში ჩაიგდონ ხელისუფლების რომელიმე შტო… მე პირადად თავს შევაკლავ, ესენი თუ დაბრუნდნენ… მე პირადად არ დავუთმობ ნაცებს ჩვენს წამებას, თუნდაც ეს სისხლის ფასად დამიჯდეს. – დაწერა მომღერალმა, სამცხე-ჯავაცეთის გუბერნატორის მოადგილემ, ზურა ხაჩიძემ ფეისბუქზე – ამათი მოსვლა უნდა ხალხს? წარმოდგენა თუ გაქვთ, ქვეყანაში რას დაატრიალებენ? თუ გგონიათ, რომ რამეს ან ვინმეს დაინდობენ, ძალიან ცდებით.

მე ისიც მეეჭვება, რომ ხალხი, ვინც ამათ ვებრძოდით წლების მანძილზე (ანუ უმრავლესობა და არა მათი 2000 კაცი, ვინც მათ ზურგს უმაგრებს დღეს) საპროტესტო აქციებით დაუპირისპირდებით, ან შიშველი ხელებით. მე ბევრისგან მსმენია, რომ აპირებს ხალხი აქეთ მხარეს და მონაგონი იქნება ის, რაც გვახსოვს წლების წინ სამოქალაქო, შეიარაღებული დაპირისპირება რუსთაველზე!!!”

წინა სტატიაშემოდგომის მზე და წვიმა
შემდეგი სტატიაწმინდა გიორგი ილორში მიყვანამდე სამგზის დაატარებს ხარს ზღვიდან მთებისკენ და პირიქით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური