“ქართული ოცნება” საბოლოოდ დასრულდა. მილიარდერის პარტიის რეიტინგი ეცემა და მისი შემობრუნება ნაკლებად სავარაუდოა

0
521


როგორც სტატიაშია აღნიშნული, “ქართული ოცნება” საბოლოოდ დასრულდა. მომიტინგეთა მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება და დაშავებული მოქალაქეები, სხვა არაფერია, თუ არა ძალაუფლების შენარჩუნების მცდელობა ნებისმიერ ფასად”. ზომიერებისკენ მოწოდება ვერ შეაჩერებს პროტესტს – ასე ეხმაურება გერმანული მედია  თბილისში მიმდინარე პროტესტს.

 
გერმანულ გამოცემაში ხაზგასმულია, ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები თბილისში პორპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა. ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ არათანაბარი ძალა გამოიყენა.


“რეჟიმმა უკვე რამდენჯერმე გადალახა წითელი ხაზები. პირველად ეს იყო 20 ივნისს, როცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რუსეთის დუმის წარმომადგენელი იხილა ქართველმა ხალხმა. საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის ფონზე, ეს იყო შეურაცხმყოფელი ხალხისთვის და მათი აღშფოთება არავისთვის გასაკვირი არ ყოფილა. ამ ფონზე, არანაკლებ პროვოკაციული იყო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა, რომელიც ივნისის მოვლენების დროს შს მინისტრის პოსტს იკავებდა და რომელმაც ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეები დაარბია.


იმავეს თქმა შეიძლება ჩავარდნილ კანონპროექტზე და იმ შეუსრულებელ დაპირებაზე, რომელიც ეხება არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას. “ქართული ოცნების” ლიდერს, იდუმალებით მოსილ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს თავის მიმდევრებთან ერთად, აშკარაა არ აინტერესებთ, რომ გამოკითხვის შედეგებით როგორც არასდროს ისეთი დაბალია და ფსკერს უახლოვდება, რომ ნაკლებად სავარაუდოა, უახლეს მომავალში, მმართველი გუნდის სასიკეთოდ რამე შეიცვალოს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელისუფლების დემოკრატიული შეცვლა, რომელიც ერთხელ უკვე განხორციელდა, უფრო მეტად შესაძლებელი იქნებოდა, საარჩევნო სისტემის შეცვლის პირობებში.
ევროკავშირი და შეერთებული შტატები ორივე მხარეს ზომიერებისა და სიმშვიდისკენ მოუწოდებენ, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს იაფასიანი მთხოვნა სიტუაციას განმუხტავს. მით უფრო, იმ ფონზე, როცა ხელისუფლება, რომელიც შეპყრობილია ძალაუფლების შენარჩუნებით, ფიზიკურად უსწორდება დემონსტრანტებს. აქციის მონაწილეები უკან არ იხევენ და აგრძელებენ თავიანთ მოქმედებებს. და ასე იქნება ხელისუფლების სავალალო დასასრულამდე” – წერია სტატიაში.

წინა სტატიადოლარის ფასი კომერციულ ბანკებში სამი ლარია – პრემიერმინისტრი კი ეკონომიკის მზარდ პერსპექტივებზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ბარსელონას” ექიმების მხარდაჭერა ვაჟა გაფრინდაშვილს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური