მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ბარსელონას" ექიმების მხარდაჭერა ვაჟა გაფრინდაშვილს

“ბარსელონას” ექიმების მხარდაჭერა ვაჟა გაფრინდაშვილს

Published on

ცნობილმა ესპანელმა ექიმმა რამონ კუგატმა, რომელიც საფეხბურთო სამყარომ “ბარსელონაში” მუშაობის შემდეგ გაიცნო, თავის კოლეგასთან, მონსერატ გარსიასთან ერთად გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც ისინი მხარდაჭერას უცხადებენცნობილ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილს . ( წერილის თარგმანს გაზეთი ,,ლელო” ავრცელებს)

ესპანელი ექიმების წერილში ვკითხულობთ:

“ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით ვწერთ. ჩვენ მას იმ დროიდან ვიცნობთ, რაც ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩამოვიდა. ჩვენთვის ის კეთილი, გულისხმიერი, პატიოსანი და სამართლიანი ექიმია, რომლის სურვილიც დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს იმდენად დიდია, რომ თანაგრძნობასა და პატივისცემას იმსახურებს.

როგორც ჩვენ გავიგეთ ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური ინტერესებისა და პოლიტიკური დღის წესრიგის გამო არ წასულა. მისი ერთადერთი მიზანი ექიმის პროფესიით გახლდათ ნაკარნახევი და პაციენტის მონახულება იყო.

უფლებამოსილ პირებს მივმართავთ, რომ საკითხი სამართლიანად განსაჯონ და გთხოვთ, რომ ჩვენი კოლეგა რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოთ, რათა მისი, მისი ოჯახის და მისი მეგობრების ტანჯვა დასრულდეს.

თუ არსებობს რაიმე, რითიც ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესის დაჩქარებას მშვიდობიანი მეთოდით ხელი შევუწყოთ, გთხოვთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გვაცნობოთ. გარწმუნებთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მას ვიცნობთ, იგი თავისი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ ყოველთვის თავდადებული იყო”.

სიახლეები

მინისტერიალზე საქართველოს მიწვევა ელჩის დონეზე მიუღებელია – საგარეო საქმეთა სამინისტრო

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ლუქსემბურგში დაგეგმილ მინისტერიალზე არ არის მიწვეული საქართველოს საგარეო...

რა თქვა დონალდ ტრამპმა გაეროს ტრიბუნიდან

გაეროს ტრიბუნიდან დონალდ ტრამპის ციტატების კრებული: 🔹არ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების სადარი სხვა ქვეყანა. 🔹აშშ-ს აქვს...

ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და აუტიზმს შორის კავშირის მტკიცებულებები არ არსებობს – ევროკომისია

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადების საპასუხოდ, ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ორსულობის დროს „პარაცეტომოლის“ გამოყენებასა და...

“დილით არჩევნებზე და საღამოს აქციაზე” ივანიშვილის თამაშია – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსახლეობას მოუწოდებს, რომ 4 ოქტომბერს...