მთავარისიახლეებისამართალირას არ გაიგონებს კაცი: ბრალდებულებს პოლიციელები და მანდატურები საკუთარ პროცესზე არ უშვებენ,...

რას არ გაიგონებს კაცი: ბრალდებულებს პოლიციელები და მანდატურები საკუთარ პროცესზე არ უშვებენ, მისულებს აძევებენ

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოს დერეფანში ხმაურია. ამ წუთებში სასამართლოში 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს. დერეფანში შეკრებილების განცხადებით, ბრალდებულებს, მათ შორის გიგა მაქარაშვილს, პოლიციელები და მანდატურები საკუთარ პროცესზე არ უშვებენ.

როგორც „სირცხვილიას“ ლიდერმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, ის პროცესზე 18:00 საათზე იყო დაბარებული.

„ცრუ მოწმეები არიან გადაყვანილები და ამუშავებენ. მოსამართლემ გამაფრთხილა 6 საათზე იყავით დარბაზშიო. მოწმეები, რომლებიც ჩემს წინააღმდეგ ჰყავთ დგანან და ამუშავებენ. მე კიდევ არ შემიშვეს,“ – განაცხადა მაქარაშვილმა.

მოსამართლე ვალერიანე ფილიშვილმა დიმიტრი ბიძინაშვილი და ირაკლი ნადირაძე დღეს მოსამართლემ საკუთარი პროცესიდან გააძევა.

მანამდე პროცესიდან ასევე გააძევეს დეპუტატი სერგო რატიანი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლაშა ჩხარტიშვილი, ასევე ნინო კვიტაიშვილი.

18 ნოემბრის აქციის დაშლისას პარლამენტთან 37 პირი დააკავეს, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავებიან.

სიახლეები

“უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

"უკრაინა დღეს დე-ფაქტო ნატოს მეორე არმიაა" - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ "რამშტაინის" ფორმატისა...

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 პირი დააკავა

შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით თბილისსა და ქუთაისში 14 პირი დააკავა,...

რუსთავის ციხესთან ქალმა პოლიტიკოსებმა ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი აქცია გაიმართეს

"დღეს ქალი პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები კიდევ ერთხელ ვერთიანდებით, რათა გამოვეხმაუროთ ჩვენი თანამებრძოლის, ოთხი...

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...