მთავარისიახლეებისაზოგადოებაპაციენტი თავს კარგად გრძნობს, მისი სიცოცხლის გადამრჩენ ცნობილ ნეიროქირურგს კი პაციენტის...

პაციენტი თავს კარგად გრძნობს, მისი სიცოცხლის გადამრჩენ ცნობილ ნეიროქირურგს კი პაციენტის ოჯახის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ

Published on

ნეიროქირურგი გი­ორ­გი (გოგი) მა­ღა­ლაშ­ვილი თავს კარად გრძნობს, თუმცა ცნობილ ექიმს ძალადობის კვალი თვალის არეში აღენიშნება.

როგორც ირკვევა, მედიკოსს პაციენტის ახლობლები გაუსწორდნენ. კერძოდ, ქირურგის მას შემდეგ დაესხნენ თავს, რაც პაციენტს რომელსაც ნეიროქირურგმა ოპერაცია გაუკეთა, ნარკოზიდან გამოსვლა გაუჭირდა.

საავადმყოფოში პაციენტის ცოლი და ოჯახის ახლობლები შეიჭრნენ და მაღალაშვილი სცემეს.

აღსანიშნავია, რომ პაციენტი ნარკოზიდან მალევე გამოვიდა და ოპერაციამაც კარგად ჩაიარა.

მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია “ევროპული საქართელოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმაც გაავრცელა.

,,გამწარებული ვარ. მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და ამ დროს აგერ თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური.დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს!- აცხადებს ჭიაბერაშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცნობილი ექიმის ცემის ფაქტზე სისხლის სქამართლის საქმე უკვე აღძრა. გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

სიახლეები

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 4 სკოლა სასწავლო პროცესს მეორე ცვლაში, სხვა სკოლებში აგრძელებს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  რამდენიმე საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა და  მათი გადაყვანა მოხდა უახლოეს ტერიტორიაზე...

რომ არ ყოფილიყო ნია იმნაძე, არ მოხდებოდა დანაშაული და გიგა ავალიანი ცოცხალი იქნებოდა – პროკურორი

საქმეში უდავო გარემოებაა, რომ ნია იმნაძემ რეალურად შეატყობინა თავის შეყვარებულს, ალექსანდრე გაბაშვილს, მასწავლებლის მხრიდან,...

„ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს – TI

„ხალხის ძალას“ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს - ინფორმაციას „საერთაშორისო...

ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა. პრეზიდენტის თქმით, ნიუ-იორკში სულ...